„ერთი დიდი სექსუალური რევოლუცია სჭირდება ერს, რომ ყველა დაოკდეს, ყველა დაკმაყოფილდეს, ყველა გაბედნიერდეს, არავინ აღარ მოკლან და სამუდამოდ დასრულდეს გაბოროტებული „აზაბოჩენობა" ერისა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტი და ორგანიზაცია „საფარის" ფამფუძნებელი ბაია პატარაია წერს.
მისი თქმით, უსექსობა ქვეყნის მთავარი პრობლემაა
„უსექსობა არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. აბა, დააკვირდით: ქალებს კლავენ სექსის გამო (თუ უარს ეუბნება ან სხვასთან აქვს); გეებს დასდევენ სექსის გამო (არ მოსწონთ მათი სექსი); პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს აშანტაჟებენ სექსით (ფარული ჩანაწერები სულ სექსზეა); ქალიშვილობის ინსტიტუტი უნდათ ქალებისთვის სექსის ასაკრძალად, მაგრამ მერე უქალებოდ კაცებსაც აღარ აქვთ სექსი და არიან გაცოფებულები; პრემიერი კვირიკაშვილი განცხადებას აკეთებდა ქართველი კაცების ბორდელში არშეშვებაზე (ანუ ქვეყნის უმაღლესი პირი წუხდა სხვისი კომერციული სექსის შესაძლებლობების შეზღუდვის გამო); ყველა შევიწროების შესახებ სკანდალს საფუძვლად უდევს კაცების უკულტურობა და უცოდნელობა, მიიღონ სექსი ქალისგან; ეკლესიის მთავარი სკანდალები არის სექსის გამო (იქნება ეს ჰომოსექსუალობა თუ პედოფილია). გაუპატიურება არის ფარული, მაგრამ უკიდურესად გავრცელებული ძალადობის ფორმა ამ ქვეყანაში. მოკლედ, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის უსექსობა. სასაცილო იქნებოდა, ძალიან სატირალი რომ არ იყოს შედეგები.დასკვნა: ერთი დიდი სექსუალური რევოლუცია სჭირდება ერს, რომ ყველა დაოკდეს, ყველა დაკმაყოფილდეს, ყველა გაბედნიერდეს, არავინ აღარ მოკლან და სამუდამოდ დასრულდეს გაბოროტებული „აზაბოჩენობა" ერისა. ბოდიში ამდენი პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს უნდა მეთქვა", - წერს პატარაია სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მეგობრებო, საინტერესო და სასიხარულო ამბით გიბრუნდებით“- რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია