მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2021 წლის შეჯამებას წერს.
მისი თქმით, ეს წელი კარგი იყო, რადგან საყვარელი ადამიანები კარგად და ჯანმრთელად არიან.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, მაიას ალერგია აწუხებდა, რის გამოც ეკრანზე ვერ ვხედავდით.
„შეჯამებაი წლისა, თუ რაღაც...
სამთავრობო ან ოპოზიციური საახალწლო კონცერტები კი არა...
მოგცლიათ განაწყენებულებს, ან დაფასებულებს, სულ სხვა ამბავია ჩემთან.
მთელი წელი გადაცემებშიც არ მივლია და, თითქმის, ყოველდღე სხვადასხვა არხის სხვადასხვა ჟურნალისტს ერთად ან ცალ-ცალკე ვუხსნიდი, რომ წარმოუდგენელი ალერგია მაქვს და ვერც ერთ ეთერში ვერ მივიდოდი. ნარცისთაგან გამორჩეულად თავმოყვარე უნარცისესი, რადგან არ მინდოდა ალერგიისგან გადახლეჩილი და დასიებული თვალებით ვინმეს ცისფერი ეკრანიდან ვენახე.
ზოგს სწყინდა, ზოგს კი ზუსტად ესმოდა ჩემი. გულწრფელად მიხაროდა, რომ, მიუხედავად ჩემი ეკრანზე პასიურობისა, მოთხოვნაშიც ვიყავი და ტელეფონსაც მიფეთქებდნენ, მაგრამ… მთელი წელი მკურნალობაში და ექსპერიმენტებში გავატარე… (ჰა, წელი მთავრდება და ვპოსტავ და ჩემი „ტრიბუნიდანაც“) იცოდეთ, რატომ არ ვჩანდი.
მაგრამ…
იმის იქით არაფერი შეცვლილა. მე არ შევცვლილვარ. ნუ, ხო, მოშნად გამხდარი ვარ და იმედია არც მოვიმატებ, სანამ ამ ჩემ ისევ მწვანე ღაჟღაჟა, მაგრამ ამ დროისთვის სენბერნარის თვალებს მოვუვლი.
კვლავ ფრიად ანალიტიკური წელი მქონდა.
ფიქრის, კითხვის და საკუთარ თავზე მუშაობის დროც - ბლომად…
წელსაც არ გავკონფორმისტდი, წელსაც არ მიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის.
ფასეულობებიც, პრიორიტეტებიც იგივე დარჩა.
ნიღბების ჩამოხევის ყოველწლიური ფესტივალი წელსაც გავმართე, დაიყარა საკაიფოდ და კმაყოფილი ვარ.
ბევრი სიყვარულიც დავაგროვე. უამრავი. გვერდში ისევ ის ადამიანები დამრჩა, ვისშიც არასდროს ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია.
დრაფტებიც ვაცხე საკაიფოდ. და წინასწარ აღარ ვიტყვი, რომ 2022-ში გამოვჩნდები ჩემი საკაიფოდ დაგროვილი მუსიკალური სათქმელით… მაგრამ ვეცდები…
ქვეყანა უკიდურესად გახანიგდა და არ მომწონს… მაგრამ მიყვარს და გულით ვეცდები მისი სასიკეთო ცვლილებისთვის ჩემი წვლილიც სადმე ჩამოვდო.
საერთო ჯამში მაინც ვიტყვი, რომ ჩემთვის პირადად კარგი წელია 2021, რადგან ჩემი სიყვარულები ჯანმრთელად და ჩემთან არიან.
2022-ში უკეთესისთვის ვემზადები. ვნახოთ, მეც აქ ვარ და თქვენც“,- წერს დარსმელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇