Digest Logo

„ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან მკვლელობებზე ლაპარაკი უხერხულია! მოყევით, კოდუას რამდენი სისხლი აქვს დაღვრილი, რამდენი ნარკოტიკი აქვს გაყიდული თბილისში...“ - ამირეჯიბი

1643886200
ამირეჯიბი

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს.

მისი თქმით, ნანუკას მხრიდან მკვლელობებზე საუბარი უხერხულია, რადგან მისმა ყოფილმა მეუღლემ ბევრს მოუსწრაფა სიცოცხლე.

„ცოტა უხერხული მგონია ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან მკვლელობებზე ლაპარაკი. ჭიჭიაშვილი ბანდიტი იყო და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ერეკლე კოდუას თავგადასავლებს რა ვუყოთ ქ-ნო ნანული?

მოყევით თქვენი ქმრის ამბებიც. რამდენი სისხლი აქვს დაღვრილი, რამდენი ნარკოტიკი აქვს გაყიდული თბილისში თუ თბილისს გარეთ, რამდენ ახალგაზრდას მოუსპო სიცოცხლე, თქვენმა მეუღლემ და რამდენი უდანაშაულო ადამიანი ჰყავს გასტუმრებული საიქიოს.

ან, რამდენი ბრძანება აქვს გაცემული ადამიანების ლიკვიდაციაზე.

პოლკოვნიკ გია თელიას დახვრეტა უნდა იყოს საკმარისი თქვენთვის...

რატომ არ მიაბით თქვენს გადაცემას ერკლე კოდუას სისხლიანი საქმეები? და ბოლოს: ჭიჭიაშვილის თანამოსაქმე, ვინმე კოტე ეგეც მოსყიდული გყავთ და დიდი ფულიც გადაუხადეს ნაცებმა.

აბა გიჟია...?

ქალბატონო ნანული, შეეცადეთ იყოთ ობიექტური. ობიექტურობას თქვენს საქმეში ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს“,- წერა ამირეჯიბი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ბუსტერ“ დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხვდება

🔵„რამ მოკლა? გრიპმაო“ - რას წერს ვალერიან ხაბურძანია

🔵„სიკვდილსაც მისი სუნი ჰქონია... ნეტა გაცოდინა, რა ფუჭია ყველა სიტყვა, ყველა გამაგრდი და გამძლეობა“ - დიკა სალაყაია გარდაცვლილ დაზე

🔵VIDEO: ქეთა თოფურიას შვილი ლაპარაკს ქართულად იწყებს

🔵„ამ ვიღაც ტუჩებ დაბერილი, იდიოტი, ანტივაქსერი ქალის ფრაზებს რატომ დაათრევს მედია?“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე კვალიაშვილზე