სოციალური მედია • 1747146649
რადიკალური აქციის მომხრე
და ერთ-ერთი ორგანიზატორი
ჟურნალისტები: ნანუკა
ჟორჟოლიანი და თეონა
ცხომელიძე წვიმიანი
საქართველოდან შორს,
ევროპაში, საზაფხულო
მოგზაურობაში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ თავად
სოციალურ ქსელში
მოქალაქეებს, რადიკალურ
აქციებზე დგომისკენ და
უწყვეტი პროტესტისკენ
მოუწოდებენ. ნანუკა
ჟორჟოლიანი საფრანგეთში,
პარიზში მოგზაურობს, თეონა
ცხომელიძე კი კვიპროსზე,
კუნძულ აია-ნაპაზე
იმყოფება. მოგზაურობის
ამსახველ ფოტოებს კი,
სოციალურ ქსელში თავად
აქვეყნებენ. „ზაფხული
იწყება აქ, მარტოხელა
დედების კლუბი“, - წერს
ცხომელიძე და უახლეს
ფოტოებს გვიზიარებს, სადაც
აუზზე საცურაო კოსტიუმში
გამოწყობილი, მზეზე, დასთან
და მეგობართან ერთად
ნებივრობს.
იხილე მეტი