ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ დაფუძნებას იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს, თუ რა გზა გაიარა ტელეკომპანიამ დაფუძნებიდან დღემდე.
„ოფისი არ გვქონდა. ნიკას სახლში კი არა, ხშირად მისი ნათესავის აივანზე ვიკრიბებოდით. იდეები და ამბიციები იმდენად არარეალური იყო, ყველას ეჭვი გვეპარებოდა რომ რამე გამოვიდოდა.
როცა გადაწყდა იბერიის ოფისიდან ეთერში გასვლა, ეზოში შევიკრიბეთ. ვინც წამოვედით და გამოგვიშვეს „რ2“-დან კი გახსოვთ და ყველა ერთად ვიჯექით მინდორზე და ვფიქრობდით, რა უნდა გვექნა. ვხვდებოდით იმ სტუდიიდან ყველა ეთერში ვერ გავიდოდით. განსაკუთრებით გადაცემები.
სტუდია არა, ტექნიკა არა, კრანები და ფუფუნება დაივიწყეთ. დროში ისე იწელებოდა ტელევიზიის გაკეთება ნაწილმა ვთქვით, რაც არის არის, გავიდეთ თუნდაც ქუჩიდან, ან დანგრეული სტუდიებიდან.
მახსოვს, პირველად როგორ ავარჩიეთ სიგარეტის საწყობი გადაცემისთვის. პირველ სეზონზე სიგარეტის ყუთები სტუდიად გამოვიყენე.
მერე რაც იყო გახსოვთ, მაგრამ არცერთი ტელევიზია, სადაც აქამდე მიმუშავია, ასე არ მყვარებია. „მთავარს“ სხვა გემო და ყველაზე მთავარია, რაც კი მიკეთებია.
2 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, სატესტო ეთერი გვქონდა. დღეს, ხანდახან იმედს ვუგებთ რეიტინგით და ისევ უფულოდ. ნანათხოვარი და გაფუჭებული ტექნიკით“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ბევრად უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა“ - ლევან ვასაძეს კიდევ ერთი დაავადების დიაგნოზიც დაუსვეს
🔵„ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს" - რა ხდება „ტვ პირველში"
🔵„არ უნდა ვიღაცას გაიკეთოს აცრა, მისი ნებაა, მაგრამ შენ რატო ატყუებ, რატო ბოროტობ“- გოდერძი შარაშია