ნუცა ზურაბიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სმენადაქვეითებული პაციენტის შესახებ წერს.
მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი პაციენტთან რამდენიმე დღეა კონტაქტს ვერ ამყარებს, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
„ამაზე დიდი უბედურება კიდევ რა არის!
კოვიდდადებითი ყრუ პირი ადამიანი გადაყვანილია კოვიდსასტუმროში, რამდენიმე დღეა სასტუმროს კოვიდპერსონალი ვერ ამყარებს კონტაქტს! პაციენტი ვერ საუბრობს ხალხო და არც ესმის და არის უკიდურესად მძიმედ!!!!!
ოჯახის წევრები ითხოვენ დახმარებას, არავინ, დღემდე არავინ გამოჩენილა რომ ამ ადამიანს დაეხმაროს! დღეს მოვიკითხე და ისე დამძიმდა 40 გრადუსი აქვს სიცხე!!!
პაციენტი ვერ აგებინებს რას გრძნობს და რა სტკივა ხალხო და ეს ადამიანი არის განწირულიიიი!!!!!
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ!!!!,“- წერს ნუცა ზურაბიანი.