ალბათ, გახსოვთ ჟურნალისტი, რუსუდან ცხომელიძე სოციალურ ქსელში თავისი ახალგაზრდა მეგობრის გარდაცვალებაზე წერდა. ამბობდა, რომ ახალგაზრდა კაცი, სრულიად ჯანმრთელი, კორონავირუსის მსხვერპლი გახდა.
ეს კაცი გიორგი სულაკაძე გახლავთ. გიორგი იურისტი გახლდათ. დღეს მას ცოლი, თიკო ბაშარული ემშვიდობება და ემოციურ პოსტს წერს.
თურმე, გიორგის ფაიზერით უნდოდა აცრა, მაგრამ არ დასცალდა...
„დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა ეს პოსტი თუ არა… ჩემმა გიორგიმ გადაწყვიტა დალოდებოდა „ფაიზერს…“ ჰოდა, ვერ დაელოდა ჩემი ცხოვრების ენით აღუწერელი სიყვარული - … და ასეთი განსაცდელი მომივლინა ღმერთმა - მთელი ცხოვრება სატანჯველად...“- წერს ბაშარული.
თიკა სამძიმრის წერილებს იღებს სოციალურ ქსელში:
„თიკა როგორ მწყდება გული რა დასანანია. ნათელში ამყოფოს უფალმა“
„ვერც დაგირეკე, ისე მედარდები, ასეთ დროს რა უნდა უთხრა ადამიანს არ ვიცი“
„თიკა საყვარელო, ახლაც არ მჯერა. რატომ, რა უსამართლობაა... არც ვიცი რა გითხრა . ძალიან ვწუხვარ, გამაგრდი, უფალმა გაგაძლიეროს“, - უწერენ კომენტარებში.
ინფორმაციისთვის, გიორგი სულაკაძემ 1991 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლა.1993-1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს წევრის თანაშემწედ.1999-2001 წლებში მუშაობდა ამერიკული ორგანიზაცია “ინტერნიუს ნეტვორკის” იურისტად.
2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მრჩევლის თანამდებობაზე.
2004-2006 წლებში მუშაობდა საადვოკატო ფირმა “პარტნიორი”-ს ადვოკატად.2006 წელს მუშაობდა საადვოკატო ფირმა “გეწაძე, პატეიშვილის” ადვოკატად.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„სილა გავაწანი, არც მომიკლავს და არც დამიჭრია, თავი მომაბეზრა და გავარტყი უბრალოდ“- ნათია ფანჯიკიძე
🔵ნახეთ, როგორ გააცილეს უკანასკნელ გზაზე დემეტრე თაქთაქიშვილი (ფოტო)