ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე თავის სტუდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სტუდენტი მწერს ფეხი მოვიტეხე და ბატონო დათო შაბათს ვერ მოვალო. ცხადია გავათავისუფლე და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. მაგრამ ისე მალეც არ მისურვებია, რომ სრულიად საღ-სალამათი კვირას დამადგა თავზე.
- როგორ? რანაირად?
- რა როგორ?
- ფეხი ხომ მოიტეხეთ?
- ვაიმე ასე გითხარით? მაპატიეთ ამერია. ფეხი ხომ სამსახურისთვის მოვიტეხე, თქვენთვის ბებიის გარდაცვალება უნდა მეთქვა.
ორივე ძალიან შევწუხდით, რადგან იძულებულია დღეს სამსახურში გავიდეს, არადა ერთი კვირით ეგონა თავი გათავისუფლებული“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ოოოოხ, როგორ მენატრება“- ელენე ფოჩხუას ემოციური სტატუსი გარდაცვლილ ძმაზე