Digest Logo

„უაზრო მარხვით, ტაძარში დაოთხილი სიარულით და ზიარების რიგში დგომით, ქრისტიანი ვერ გახდები“ - მამა პეტრე

1644218909
პეტრეეს დივანი

სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი მხოლოდ ეკლესიაში სიარულით ვერ გახდება. დეკანოზი ხაზს უსვამს იმას, რომ  ფორმალურად საეკლესიო წესების დაცვა ნაკლებად მნიშვნელოვანია და ჯერ ადამიანის გულში უნდა მოხდეს ცვლილება.

უაზრო მარხვით, თვითნებური ასკეტიზმით, ტაძარში დაოთხილი სიარულით და ზიარების რიგში დგომით, ქრისტიანი ვერ გახდები, თუ ბოღმას, აგრესიას, შურისძიების წყურვილს ვერ მოერიე და ცხოვრების წესით არ გახდი მართლმადიდებელი…

რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა?! იმიტომ, რომ რწმენას ვიბრალებთ და ურწმუნოებზე უარესად ვიქცევით…
ვისაც უყვარხარ, ის გიყვარდეს, ფარისევლობაა… ვინც გული გატკინა, მას რომ დაინდობ, მაშინ შეიძლება თავს სახარების მიმდევარი უწოდო…

ქრისტეს არ სჭირდება ფსალმუნების დაზეპირება, კელაპტრების აბრიალება, თუ ქრისტეს შვილის განადგურება და მიწასთან გასწორება განიზრახე… ასე ქრისტიანები არა, წარმართები იქცევიან!.. გერთულება სხვას აპატიო?! ასეა, შენც რთულად, ან საერთოდ არ გეპატიება!…“, - წერს პეტრე კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„საერთოდ არ მგონია ცუდი ექიმი იმიტომ, რომ თმა არ აქვს თავზე და რჩევებს იძლევა... ჩემს დერმატოლოგს შუბლზე სულ რაღაც ამოსდის“ - ვიკა ბუკია

🔵„82 წლის მამამ თავისი ალკოჰოლიკი ვაჟი მოკლა... მაინტერესებს, მეზობლებისთვის რატომ არ იყო პოლიცია გამოსავალი?“ - ბაია პატარაია

🔵„სამსახურიდან გამიშვეს, რადგან ჩემს მეუღლეს კოვიდი ჰქონდა და იზოლაციაში ვიყავი, შენი ადგილი სხვამ დაიკავაო...“ – მირიან ნათენაძე

🔵„შენი მეგობარიაო, გვიშველაო... პირველი შემთხვევა არ არის“ - რას წერს გია ჯაჯანიძე ნინო ნადირაძეზე