კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ამბობს, რომ გაკვირვებულია იმის გამო, რაც დღეს ნახა. გარეთ ხალხს პირბადე არ უკეთია.
„გარეთ დიდი ხანია არ გამოვსულვარ. დღეს დამჭირდა გამოსვლა და ვუყურებ, რომ ხალხის 60% პირბადე არ უკეთია. არც მაქვს სიტყვა, რაც ამ საქციელს უნდა დავარქვა. უპასუხისმგებლობაა. თუ არ იცრებით თქვენი ნებაა, მაგრამ პირბადე მაინც გაიკეთეთ. დედა მყავს ასაკიანი, სხვებსაც ჰყავთ მშობლები და უნდათ რომ ჰყავდეთ. თქვენი უგუნურობის გამო, ერთი უპირბადო ადამიანი აინფიცირებს 7 ადამიანს და პოტენციური მკვლელები რატომ ხართ ხალხო?", - ამბობს მაია კაჭკაჭიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ნუ ეთამაშებით სიკვდილს! გთხოვთ, აიცერით! “ - ნანა გეგეჭკორი მოქალაქეებს მიმართავს