Digest Logo

რა არის ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი და რა უნდა იცოდეს მშობელმა – ზაზა თელიას რჩევები

1629832210
ზაზა თელია

ექიმი ზაზა თელია ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. 

,,ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) არის 1 წლამდე ასაკის ბავშვის უეცარი სიკვდილი, რომლის ახსნა ვერ ხდება შემთხვევის გამოძიების შემდეგ. აშშ-ში ის არის სიკვდილის წამყვანი მიზეზი ერთი თვიდან ერთ წლამდე ასაკში.

არსებობს სხვადასხვა რისკ ფაქტორები:
1. დედისმიერი ფაქტორები;
ა. ახალგაზრდა ასაკი;
ბ. თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდში:
გარდა იმისა, რომ ცნობილია და მტკიცებულებებით გამყარებულია მოწევის რისკი ორსულობის გამოსავალზე, ასევე მწეველობით ჩვილის უეცარი სიკვდილის (SUID, ჩვილის სიკვდილი <1 წელზე) რისკიც იზრდება.
აშშ-ში ჩატარებული კოჰორტული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორსულობაში 1 ღერი სიგარეტის მოწევაც კი დღეში აორმაგებს ჩვილის უეცარი სიკვდილის (SUID) ალბათობას.
გ. გვიანი ან არა პრენატალური მოვლა.
2. ჩვილისმიერი და გარემო ფაქტორები:
ა. დღენაკლი ან/და მცირე მასის ახალშობილი;
ბ. მუცელზე მწოლიარე ძილი;
გ. ძილი რბილ ზედაპირზე და/ან თავისუფალი დასაფარებლით (loose blankets),
დ. ბალიში,
ე. საწოლის გაზიარება (მაგალითად მშობლების საწოლში ძილი), გადახურება – ზედმეტად გათბობა.
ამ რისკ ფაქტორებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რისკია ჩვილის მუცელზე მწოლიარე ძილი, რომელიც ყოვლად დაუშვებელია. მნიშვნელოვანია მშობლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით”, - წერს ზაზა თელია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„არ არის ეფექტური“- ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„თურმე უშვილობას იწვევს და ღვიძლს შლის... ამოვიდა ყელში"- ზაზა თელია

🔵„სოლარიუმი უნდა აიკრძალოს, რადგან მისი ულტრაიისფერი სხივები 10-ჯერ აღემატება მზის პიკურ პერიოდში მიღებულ სხივებს...“ - ზაზა თელია