Digest Logo

„რა დგას დედის მიერ წვალებით ნამშობიარები ჩვილის მოკვლის უკან, გიფიქრიათ?“ - ბაია პატარაია

1645165898
ბაია პატარაია

უფლება დამცველი ბაია პატარაია  14 თებერვალს ფოთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას სოციალური ქსელით ეხმიანება. პატარაია საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც ჩვილის გაგუდვაში ბრალდებულ დედას საჯაროდ განსჯის. 

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან მენტალური ჯანმრთელობის მიმართ უყურადღებობას ასახელებს.

„რა დგას დედის მიერ წვალებით ნამშობიარები ჩვილის მოკვლის უკან, გიფიქრიათ? აღმოჩნდა, რომ ბევრს, განსაკუთრებით კაცებს, არასდროს უფიქრია. იურისტებს კი გვასწავლიან თუ რა ჯოჯოხეთია პოსტსამშობიარო დეპრესია.

ფსიქიკურ ჯანმრთელობას სანამ სახელმწიფო ყურადღებას არ მიაქცევს, მანამდე ვიცხოვრებთ ამ ჯოჯოხეთურ ამბებში,“ - წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„დილას ვიწყებთ ასე“ - გიორგი გასვიანისა და პატარა გალას უსაყვარლესი ვიდეო

🔵27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

🔵„სრული შოკი მივიღე... 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული“ - რა მოხდა დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე