„ოროფარინგეალური (პირ-ხახის უკანა ნაწილი) კიბოს გამომწვევი მიზეზი დაახლოებით 70%-ში არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)“, - ამის შესახებ ინფორმაციას ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.
„ოროფარინგეალური (პირ-ხახის უკანა ნაწილი) კიბოს გამომწვევი მიზეზი დაახლოებით 70%-ში არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV).
დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 85% ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ინფიცირდება HPV-ით.
CDC-ის რეკომენდაციით HPV-ის ვაქცინა უნდა ჩაუტარდეს ყველა მოზარდს – 11 ან 12 წლის ასაკში – კიბოს-გამომწვევი HPV ინფექციის პრევენციის მიზნით.
HPV ვაქცინაცია არის კიბოს პრევენცია!”, – წერს ზაზა თელია
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა“ - გიორგი კეკელიძე ბათუმის შემთხვევაზე