ხათუნა ჟორდანია „ენმ“-ს წევრის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ღმერთს ვეხვეწები, მომცეს ძალა არ განვიკითხო ადამიანები. რა საშინელებაა, როდესაც პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze “ - წერს ჟორდანია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის. „პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ს.
„ხედავთ როგორც აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირალები და ბინძურები. პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი. შე ნაძირალა“, - მიმართა კობახიძემ მელიას.
მელია - კობახიძის დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ტრაგედია ვერიკო ტურაშვილის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მომღერალს