Digest Logo

რას იტყვით, თემურ წიკლაურის ასეთი ძეგლი რომ დაიდგას თბილისში? – ვინ არის მოქანდაკე?

1613064209
მომღერალი თემურ წიკლაური

სოციალური ქსელის მომხმარებელი ბექა ერიაშვილი, ფეისბუქში ფოტოებს ავრცელებს და წერს:

„რას იტყვით, რომ თემურ წიკლაურის ასეთი ძეგლი დაიდგას თბილისში? ჩემი აზრით, იმსახურებს. მოქანდაკე ელიზბარ სააკაძის შემოქმედება (მზადების პროცესში).“

ცნობისთვის, ქართული ესტრადის მომღერალი, ანსამბლ „ივერიას” წევრი, თემურ წიკლაური თემურ წიკლაური პირველ თებერვალს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქორწინება 27 წლით უმცროს ქალზე და 3-ჯერ შექმნილი ოჯახი - ამბები მალხაზ ქვრივიშვილზე

რუსი მილიარდერის საყვარელი, ჭორები ჩეჩნეთის პრეზიდენტთან რომანზე და სხვა ამბები თინა კანდელაკის შესახებ

4 კაცი, რომლებსაც სოფო ნიჟარაძის საყვარლობას მიაწერენ