Digest Logo

რასთან შეიძლება იყოს დაკავშრიებული საახალწლო ალერგია

1609496738
ახალი წელი და ალერგია

არსებობს ასეთი ტერმინი - საახალწლო ალერგია. მედიკოსების თქმით, ახალ წელს ალერგიის მიზეზი შესაძლოა გახდეს, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ნაძვის ხეც.  

„დაიჯესტი“ ალერგიის გამოვლენის ნიშნებსა და მისგან თავის დაცვის გზებს გთავაზობთ:

ხელოვნური ნაძვის ხე - შეიძლება გახდეს მიზეზი ალერგიისა, თუკი ის ინახებოდა შეფუთვის გარეშე მტვრიან ადგილას ან მუყაოს ყუთში. იგივე ეხებათ ნაძვის ხის სათამოაშეობსაც.

როგორ ვლინდება?

ცხვირისა და თვალების ქავილით, სურდო ან ცემინებით, ცრემლდენით და ბრონქოსპაზმითაც კი.
ასევე ხელოვნურმა ნაძვმა მისი აწყობის დროს კანზე შეხებისას შეიძელბა გამოიწვიოს გამონაყარი და ქავილი.

როგორ დავიცვათ თავი?

გაწმინდეთ ნაძვის ხე და სათამაშოები სველი ტილოთი ან გარეცხეთ ისინი მტვრისაგან თავის ასარიდებლად. აწყობისას გამოიყენეთ ხელთათმანები, ნიღაბი და დახურული სამოსი. ასევე საცხვორებელი გაანიავეთ კარგად. შეინახეთ მომავალი წლისთვის დეკორაციები ჰერმენტულად დახურულ კოლოფში ან პარკში.

ნატურალური ნაძვის ხე - შეიძლება გახდეს მიზეზი ალერგიისა ჰაერში ნიადაგიდან და ტოტებზე არსებული ნესტის სოკოების გამოყოფის გამო მისი ოთახში შემოტანის შემდეგ. ასევე ალერგია შეიძლება გამოიწვიოს ნაძვზე არსებულმა მტვერმაც.

ოთახში შემოტანამდე ცოცხალი ნარძვის ტოტები დაარხიეთ და გააშრეთ ობის სოკოებისაგან თავის დასაცავად რამდენიმე დღე სარდაფში. საცხოვრებელში მისი მორწყვის დროს კარგად გაანიავეთ ოთახი.

გახსოვდეთ

არ გამოიყენოთ დახურულ სივრცეში ასაფეთქებლები, ხოლო მათი უცაბედად გასროლის შემთვევაში კი, დაუყოვნებლივ გაანიავეთ საცხოვრებელი.

ალერგიულმა პაციენტებმა თავი აარიდეთ ოთახების გაფორმებას სურნელოვანი სანთლებითა ყვავილებით

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

აკრძალული ნაძვის ხე და გაუქმებული ახალი წელი - როგორ წაართვეს დღესასწაული ბოლშევიკებმა წინა თაობებს

2021 გამორჩეული იქნება მნიშვნელოვანი მოვლენებით, რომელთაც გაბედული ნაბიჯები სჭირდება

მამაჩემს უკვირს, რომ ჩვენი გარეგნობა შეიძლება არ მოსწონდეთ, გვეუბნება, ანგელოზებს ჰგავხართო - ბერა ივანიშვილი

⚪ბულვარული ამბები:

როგორ იქორწინა ცოლისგან ფარულად ვახო სანაიამ და ვინ არიან მისი ყოფილი ცოლები

„ვყოფილვარ ძალადობის მსვერპლი, არ ვარ ძლიერი, ახლა სიგიჟემდე შეყვარებული ვარ“ - ინგა გრიგოლიას პირადი

რატომ დაატარებდნენ ნატო ვაჩნაძეს კუბოთი და როგორ შეუცვალა სახელი სტალინმა