Digest Logo

„ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი, არ ვარ ძლიერი, ახლა სიგიჟემდე შეყვარებული ვარ“ - ინგა გრიგოლიას პირადი

1609333795
ტელეჟურნალისტი ინგაგრიგოლია

ინგა გრიგოლიას პირადზე იმაზე მეტი ვიცით და გვინახავს, ვიდრე საჭირო იყო...

მისი პირადით საზოგადეობა ხშირად ინტერესდება. როგორც თავდ ჟურნალისტი ამბობს, მისი ცხოვრება მოულოდნელობებით, სიხარულითა და ტკივილითაა სავსე.

თავის თავს კი სპონტანურს უწოდებს - „რა მოსაწყენია არა, როდესაც სტერილური ადამიანი ხარ, ყველაფერს ზომავ, გეგმავ და ისე მოქმედებ“, - ამბობს ჟურნალისტი ერთ-ერთ სატელევიზო ინტერვიუში.

თვლის, რომ ძლიერი ქალი არაა და რომ ოჯახს აღარასდროს შექმნის:

„ძალიან პატრა გავთხოვდი. არავის აზრი არ გამითვალისწინებია. 18 წლისას უკვე მყავდა მარიამი. მადლობა ღმერთს ამისთვის, მაშინ რომ არ გავთხოვილიყავი, შესაძლოა, ოჯახი არასდროს შემექმნა. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ჩემი შვილი დედაჩემმა გაზარდა, მე და ის მარტო ერთად საცხოვრებლად მაშინ გადავედით, როდესაც ის 18 წლის იყო“ , - აცხადებს ინგა გრიგოლია.

ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრება, მის გადაცემებზე არანაკლებ რეიტინგული და აქტუალურია.

იყო ფარული ჩანაწერები, იყო დახურული გადაცემები და იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც.

3 წლის წინ ინგა გრიგოლია წერდა:

„სულ ვაშუქებ სხვებზე ძალადობის თემას - მოკლული ქალების, ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამ დროს ყველაზე მძაფრია ხოლმე.... მე არ მინდა მომკლან!!!! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა, ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ!!!!! მაგრამ მე არ ვიცი, სახლიდან რომ გავალ, რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია, ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია. რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს არ იცის.

ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელზეც გთხოვთ, არ გაგეცინოთ, რადგან სასაცილო არაა, საშიში ამბავია. თავიდან მეც მეცინებოდა, ჩემს მეგობრებსაც ეცინებოდათ. დღეს უკვე აღარ მეცინება. ბევრი წლის წინ, თუ არ ვცდები, 2011 იყო, ჩემს ტელეფონზე დაიწყო უცნაური ზარები. ვიღაც კაცი რეკავდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო (მარიამის მამა გარდაცვლილია). ძაან რომ შემაწუხა, გავარკვიე, ციხიდან ირეკებოდა და აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს. ერთ დღეს, უკვე 2013 წელი იყო, როცა საყოველთაო ამინისტია გამოცხადდა, უცხო ნომერი რეკავს და მეუბნება: მე ვარ,შენი შვილის მამა, შენს სახლთან ვდგავარ და ჩამოდიო. მოკლედ, 2013-ში გამოვიდა ციხიდან. შოკში ჩავვარდი, რადგან აღარ ჩერდებოდა ზარები დღეები, თვეები.

ვიღაც ავადმყოფი ტიპი რეკავდა გაუჩერებლად და ითხოვდა ჩემგან დამებრუნებინა მისი ქონება, რაღაც ფული და მენახებინა მისი შვილი, სახელად თამარი (ჩემს შვილს, მოგეხსენებათ, მარიამი ჰქვია). იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა პოლიციაში, რადგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას.

ვიარე პოლიციაში, დაიწყო გამოძიება, გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ, რომ ტიპი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი ქმარი იყო, რომელსაც ქონება წავართვი. ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ როცა ამ ტიპის ჩვენებას მიკითხავდნენ, თან ისე იღრიჭებოდნენ, თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა!

დღემდე გრძელდება ეს ამბავი, დღემდე ვცხოვრობ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. უბედურება ისაა,რომ ტიპმა იცის ჩემი სახლი, ჩემი მშობლების სახლი, მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან.

მიადგა მამაჩემს და ეუბნება, ინგას ქმარი ვარო და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მამაჩემმა კინაღამ მოკლა. არ მთავრდება ეს ჰიჩკოკობა. პერიოდულად ვთხოვდი პოლიციას დაცვას. აქამდე მეუბნებოდნენ, რომ კანონი არ აძლევდათ დაჭერის საშუალებას, რადგან პირდაპირი მუქარა, რომ რამეს მიზამს (მაგალითად, მომკლავს), არ იყო. ალბათ ქალი აუცილებლად უნდა მოკვდეს, რომ მოძალადე დაიჭირონ.

ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული, როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს.

არასოდეს მეგონა, რომ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა,მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ხო,დამავიწყდა,ეს ტიპი, რომელიც ამნისტიით გამოვიდა (მე ასე ვიცი),როგორც ვიცი, ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. თავიდან მეგონა, რომ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, თანდათან დავრწმუნდი, რომ ან მოგზავნილია, ან ჩვეულებრივი მანიაკი! ეს დღეებია, არ ვარ საქართველოში. წამოსვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე ახალი შს მინისტრის პრესცენტრი (იმედი მაქვს,ამჯერად მაინც დამიცავენ). ჩამოვალ თუ არა, პირდაპირ ვაპირებ წავიდე პოლიციაში, რადგან ხვალისთვის დამიანონსა ამ მანიაკმა სახლის კარის შემომტვრევა.

არ ვიცი, ამჯერად რითი დასრულდება ჩემი მიმართვა პოლიციის მიმართ, თუმცა კი ვიმედოვნებ. ამიტომ, როგორც ზევით დავწერე, ხვალიდან შეიარაღებული ვივლი.

p.s მიზანმიმართულად არ მივეცი უფლება არც ერთ ჩემს მეგობარს და ოჯახის წევრ მამაკაცს, ქართულად „მომეყომარებინა“ ეს საქმე და ვინმეს გაეხია ცემაში. არ მინდოდა, ჩემ გამო ვინმე ჩემიანი დამეზარალებინა. მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ხოდა გადავწყვიტე, ხმამაღლა მომეყოლა ეს ყველაფერი. მადლობა, ვისაც ნერვი გეყოთ და წაიკითხეთ!“ - ამ განცხადების საფუძველზე, გრიგოლიას მიმართ ძალადობისა და შევიწროების ბრალდებით კონკრეტული პირი დააკავეს.

თუმცა ინგას ფსიქოლოგიური სტრესის დასაძლევად გარკვეული დრო დასჭირდა.

„ვთვლი რომ ძლიერი არ ვარ, ჩემი ნერვიულობა, კომპლექსები ყველაფერი მომყვება. ეკრანს მიღმა საერთოდ სხვა ვარ. ძალიან მშვიდი ვარ. ადრე სხვა ცხოვრება მქონდა. ახლა უკვე, რაც დრო გადის უფრო და უფრო მტირალა ვარ ისეთი ცხოვრება მქონდა რაც ჰქონდა ჩემი თაობის ყველა ჩვეულებრივ გოგოს“, - ამბობს გრიგოლია.

მის ცხოვრებაში მუდმივად იყო სიყვარული. თუმცა ბევრი რომანი არ ჰქონია. ურთიერთობებმა კი თავისი კვალი დატოვა, როგორც ინგას განწყობაზე, ისე კარიერაზე:

„არ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. სიყვარული იმდენჯერ მოდის რამდენჯერაც მის მიღებას შეძლებ. მე მგონდა რამდენიმე სიყვარული. რამაც მომიტანა როგორც სიხარული, ისე გულის ტკივილიც. ყველა რომანის დასასრული კი კარიერაში მეხმარებოდა, მთელი ყურადღება საქმეზე გადმაქონდა და უფრო და უფრო კარგ პროექტებს ვიწყებდი“, - იხსენებს გრიგოლია.

ახლა სიმშვიდის პერიოდი აქვს. აქვს საკუთარი სახლი, რომელიც საკუთარი შრომით შეიძინა, ჰყავს ძაღლი და დროს სასიამოვნოდ ატარებს.

„როცა პატარა ვიყავი ვიწროდ ვცხოვრობდით. სულ მინდოდა ჩემი ოთახი მქონოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პირველი დიდი ბედნიერება იყო ის მომენტი, როდესაც სახლი შევიძინე. ახლა ამ სახლში ყველაზე სასიამოვნო დ ვატარებ დროს. არ დაიჯერებთ და საინფორმციო გადაცემებს არ ვუყურებ. ჩემთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო სოციალური მედიაა. ჩემს სახლში ტელევიზორში მხოლოდ ის არხებია, სადაც აპოლიტიკური გადაცემებია. აგრეთვე მყავს ძაღლი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ასე რომ სახლში დროს ძალინ კარგად ვატარებ“, - ამბობს გრიგოლია.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, 3 წელია ერთი მამაკაცი თავდავიწყებით უყვარს. არის სრულ ჰარმონიაში და ბედნიერია მასთან. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა ინგა ოჯახის შექმნას გამორიცხავს და ამბობს, რომ მისთვის პირადი სივრცე მნიშვნელოვანია და საკუთარ სახლში მუდმივად ვერავისთან ერთად ვერ იცხოვრებს.

„როცა პატარა ვიყავი სიყვარული მანერვიულებდა, ახლა აღარ. ამ ასაკში სიყვარული უფრო კარგია. 3 წელია ყურებამდე შეყვარებული ვარ, ჩემი მამაკაცი მყავს, ჩემი ჭკუისა. პარალელურად მეგობრებიც ვართ. ურთიერთობიდან 3 წლის თავზე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მიუხედავად ამისა ოჯახის შექმნა გამორიცხულია. 3 დღე რომ დილიდან საღამომდე ზედიზედ მასთან ვიყო, შეიძლება გავგიჟდე“, - ამბობს გრიგოლია.

🔘აგრეთვე დაგინტერესებთ:

რატომ დაატარებდნენ ნატო ვაჩნაძეს კუბოთი და როგორ შეუცვალა სახელი სტალინმა

სად არის და რას საქმიანობს ედუარდ სააკაშვილი

ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები

🔘ბულვარული ამბები:

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

შეიძლება გაშორებულიც ვყოფილიყავი - ინტერვიუ ლელა წურწუმიასთან

როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან