არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც გრინჩი ნამდვილად არსებობს, ის სანტა კლაუსის ბოროტი ძმა კლაუდიუსია და მოქმედებს იმისთვის, რათა ადამიანებს დღესასწაული ჩაუშალოს.
„დაჯესტი“ მოგიყვებათ, ნამდვილ გრინჩებზე, რომლებმაც თაობებს ახალი წელი წაართვეს.
ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საახალწლო ნაძვის ხემ 1936 წლამდე „იატაკქვეშ“ გადაინაცვლა და ახალი წლის აღნიშვნა აიკრძალა. დღესასწაულის აკრძალვის მიზეზად კომუნისტები „ბურჟუაზიული გადმონაშთს“ ასახელებდნენ.
ბოლშევიკები თუ ნაძვის ხეს ვინმეს სახლში აღმოგიჩენდნენ სასჯელი საკმაოდ მკაცრი იყო, ამიტომ საახლალწლო ატრიბუტის გამოჩენას ყველა ერიდეობოდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თავად ლენინს და მის მეუღლეს ნადეჟდა კრუპსკაიას გორკაში ნაძვის ხის დადგმაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა მას მხოლოდ საშობაოდ დგამდნენ.
ყველაფერი 1935 წელს შეიცვალა, სტალინმა თქვა: „ცუდი არ იქნებოდა საბჭოთა ბავშვებს, რომ საახალწლო ნაძვის ხე დავუბრუნოთ, გამოიჩინოს ვინმემ ინიციატივა და მხარს დავუჭერთ.“
საქმეც უცებ გაკეთდა და 1935 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „პრავდაში“ იბეჭდება პარტიული მოღვაწის პაველ პოსტიშევის წერილი, რომ „ახალი წელი, - ეს კარგი დღესასწაულია“, ხოლო დღეიდან „საშობაო ნაძვის ხეს“ „საახალწლო ნაძვის ხე“ დაერქმევა.
მოკლედ პარტიულმა ელიტამ 1936 წლისთვის მოსკოვში სვეტებიან დარბაზში მოაწყვეს პირველი ნაძვის ხე ბავშვებისთვის. ის რა თქმა უნდა ბელადის პორტრეტებით იყო დამშვენებული.
მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა საზოგადოებას საახალწლოდ ნაძვის ხე დაუბრუნა, მას საბჭოთა ხალხისთვის ახალი წელი არასდროს მიულოცია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სანტა კლაუსს COVID-19-ის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვს - ფაუჩი
გრინჩი რეალურია - ცოტა რამ ანტი-კლაუსის შესახებ
რა ღირს შელოცვა, რომლის დახმარებითაც ქმარი სხვასთან არ წავა
ბულვარული ამბები:
აქ უკვე ნაცემია – რა ფოტოს აქვეყნებს ლელა წურწუმია
2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები
ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები