Digest Logo

„ყველაფერი გამოგდით ამ კვირაში, გელოდებათ არნახული ენერგია, იღბალი და წარმატება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ცაგარელისაგან

1643619052
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დედამიწა დადებით ენერგოველში გადავიდა და აბსოლუტურად ყველა ნიშანი სასიკეთო ცვლილებებს იგრძნობს.

ასტროლოგი ყველა ნიშანს კონკრეტულ რჩევებს აძლევს👇

ვერძი

თქვენი ენერგოტონუსი ახლა მაღალია. კომუნიკაბელურობა, შესაძლებლობა ახალი კონტაქტების დამყარებისა და მაქსიმალური კონტაქტი ინტერნეტთან, რადგან ამით შეიძლება გაიცნოთ მნიშვნელოვანი ადამიანები და გაიგოთ სიახლეები. საკმაოდ აიმაღლებთ თქვენს ავტორიტეტს. თქვენი ჯანმრთელობა მდგრადია და ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ.

კურო

თქვენთან ენერგოტონუსი შემცირებულია. ყველა კუროს ვთხოვ ცოტა მეტი ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას. მეტი დასვენებაა საჭირო. სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა. ხდებით ექსტრავაგანტური და შეიძლება კარიერული წინსვლის წინაშე დადგეთ, ახალი სამსახური დაიწყოთ, ახალი თანამდებობაზე დაინიშნოთ ან მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდეთ.

♊ტყუპები

გელით მრავალფეროვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები და უცხოელებთან აქტიური კონტაქტი. შეიძლება დაიწყოთ ბიზნესს საქმიანობაც. საუკეთესო პერიოდი გაქვთ უცხო ენების ათვისებისთვის, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს ტყუპებთან, რადგან სიტუაცია ითხოვს სწრაფად მოქმედებას, გადადიხართ სულსწრაფობაში, ამიტომ კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანების რჩევებს უნდა დაუჯეროთ.

♋კირჩხიბი

კირჩხიბებს გმართებთ ყურადღება. შეიძლება შეგექმნათ ფინანსური პრობლემები, დაგეძაბოთ ურთიერთობა პარტნიორებთან, ამიტომ მეტი თავდაჭერა, სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. საერთო ჯამში, ყველაფერს მოაგვარებთ, რთულ საკითხებს გადაჭრით და ძველ ვალებს და ვალდებულებებს გაისტუმრებთ. იმუნიტეტი ცოტა დაბალია, ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას.

♌ლომი

ხართ ძალიან აქტიური, ენერგიული და ქარიზმატული. პარტნიორები ამ კვირაში ხდებიან ძალიან მომთხოვნები და ამით გასწავლიან დისციპლინას, თქვენი სიტყვის შესრულებას და პასუხისმგებლობას, ამიტომ ნუ გაუბრაზდებით პარტნიორებს.

ქალწული

ძალიან ნუ გადაიღლებით. გაქვთ წარმატების შანსი, მაგრამ ეკონომრეჟიმში გააკეთეთ ეს ყველაფერი. დაასვენეთ საკუთარი თავი.

♎სასწორი

სასწორებს დიდი გაჭირვება აქვთ. ენერგოტონუსი მაღალია, ქარიზმა გაქვთ არ ნახული, კომუნიკაციები შესანიშნავი, მაგრამ პრობლემა რაშია. აქეთ ძალიან საინტერესო იდეები, პერსპექტივები, ბიზნეს საქმეებში წარმატების შანსები და იქით დრო. ყურადღება უნდა სასიყვარულო პარტნიორებს და შვილებს. თქვენ უნდა მოასწროთ ორივე.

♏მორიელი

ძალიან კარგი იდეები მოგივათ. თუმცა ყურადღების სწორი გადანაწილებაა საჭირო. მთავარია პერსპექტივები არ გაუშვათ ხელიდან.

♐მშვილდოსანი

აქტიურები და ენერგიულები ხართ ამ კვირაში. შესაძლებელია, რომ თქვენს ირგვლივ დაიწყოს ცვლილებები: საკადრო, ახალი იდეები პროექტებში და ამან შეიძლება ამოგაგდოთ კალაპოტიდან, იმიტომ რომ ახალ ხალხთან მოგიწევთ შეხვედრა, რომლებსაც ჯერ არ იცნობთ.

♑თხის რქა

ყველაფერი გამოგდით ამ კვირაში. გელოდებათ არნახული ენერგია, იღბალი და წარმატება. ენერგოტონუსი ცოტა დაბალია და შეიძლება ჩაებათ ახალ სასიყვარულო რომანში, რაც გამოიწვევს დაძაბულობას და კონფლიქტებს.

♒მერწყული

ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ ახალი საქმეების დასაწყებად. ამ კვირაში ყველა ყველაფერში გაგიგებთ და გვერდში დაგიდგებიან. წარმატების შანსი გაქვთ არ ნახული. ენერგეტიკაც მაღალი გაქვთ და ინტუიცია მდგრადი.

♓თევზები

თევზებს წინა წლებისგან განსხვავებით, ეს პერიოდი გაცილებით უკეთესი გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, ყველაფერი გამოგივათ ამ კვირაში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ხდებით პოპულარულები, წარმატებულები და ყველა პრობლემას წარმატებით მოაგვარებ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი დგება - რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ, რომ ეს წელი ბედნიერების მომტანი იყოს

🔵სასიხარულო ინფორმაცია „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებლისთვის - როდის დაბრუნდება სერიალი ეთერში?

🔵„სირცხვილია... ნუ აჯარიმებთ ხალხს, ნუ ღუპავთ ბიზნესს“ - ლალი მოროშკინა „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას ითხოვს

🔵„4 დღეა არ მიბანავია, რომ აბაზანაში მარტო არ გავჩერდე. ვსვამ დამამშვიდებელს... ამ ტკივილებს თავს ვერავინ დააღწევთ“ - დომენიკ მანგო