
„ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს უკრაინის ფაშისტური ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა. სასწრაფოდ უნდა აუწყოს რუსეთს საკუთარი გადაწყვეტილება დასავლურ კურსზე (ნატოზე) უარის თქმის შესახებ“, - ამის შესახებ ქართველი პოლიტიკოსი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.
„სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებები:
საქართველოს ხელისუფლებამ, გონიერების ნასახი თუ გააჩნია (რაშიც ეჭვი მეპარება), დღესვე უნდა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.
უნდა შეაჩეროს ქართული (ამერიკული) ტელეარხების საქმიანობა და ქართველ ვაი ჟურნალისტებს (დასავლეთის „მეხუთე კოლონას") აუკრძალოს სიცრუისა და პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელება.
ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს უკრაინის ფაშისტური ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა.
სასწრაფოდ უნდა აუწყოს რუსეთს საკუთარი გადაწყვეტილება დასავლურ კურსზე (ნატოზე) უარის თქმის შესახებ.
სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ვერ დარჩება მოვლენებისგან მოწყვეტით, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით...“, - წერს ვალერი კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „გევედრებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედება...“ - ვალერი მელაძის მიმართვა