რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვა. დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.
აღნიშნულ ფაქტს ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე ეხმაურება და რუსეთს სთხოვა საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.
„დღეს მოხდა ის, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო...
ისტორია ოდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
მინდა გთხოვოთ, შეწყვიტოთ საბრძოლო მოქმედება, გევედრებით“, - აცხადებს ვალერი მელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აფეთქებების ხმა ესმოდათ. ჯერჯერობით სასტუმროში არიან...“ ანსამბლი „სუხიშვილები“ უკრაინაში იმყოფება