Digest Logo

„საქართველოში მოხუცების ადგილი არ არის... ყველა მარტივად მიხვდება, ვისაც ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში დაბერების შეშინებია“ - თეა თოფურია

1638348530
თეა თოფურია

„ის, რომ ჩვენთან ბებიები და ბაბუები უყვართ, ასაკოვან ადამიანს პატივს სცემენ, მოხუცს ჭკუას ეკითხებიან და ასე შემდეგ, ძველი ხალხური ზღაპარია. საქართველოში მოხუცების ადგილი არ არის და ამას ყველა მარტივად მიხვდება, ვისაც ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში დაბერების შეშინებია“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა  თეა თოფურიამ განაცხადა.

„12 ათასზე მეტი გარდაცვლილი, დღეში 80 კაცი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80 კაცი ერთი დიდი სოფელია ან 8 – პატარა, მაგრამ მე ცოტა სხვა შედარებას მოვიყვანდი.

წარმოიდგინეთ რომელიმე მცირე თეატრის პარტერი, ის დაახლოებით ამდენ მაყურებელს იტევს. წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე პარტერში 80 ადამიანი შემოდის და ჩუმად უყურებს რა ხდება სცენაზე. ის, რაც სცენაზე ხდება, მართალია ტრაგედიაა, მაგრამ სულ სხვა რეპერტუარიდან – პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება… საღამოსკენ ეს 80 კაცი დარბაზიდან გადის, მეორე დღეს მათ ადგილს სხვა 80 იკავებს და ახლა ისინი უყურებენ სპექტაკლს, რომელიც მათ არ ეხება.ასე მშვიდად მივიღებდით დღეში 80 ადამიანის სიკვდილს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოხუცები რომ არ იყვნენ? მეეჭვება…

ის, რომ ჩვენთან ბებიები და ბაბუები უყვართ, ასაკოვან ადამიანს პატივს სცემენ, მოხუცს ჭკუას ეკითხებიან და ასე შემდეგ, ძველი ხალხური ზღაპარია. ამ ზღაპრებს ახლა ბუკინისტებში თუ იშოვით, თანამედროვე გამომცემლები აღარც ბეჭდავენ. სინამდვილეში საქართველოში მოხუცების ადგილი არ არის და ამას ყველა მარტივად მიხვდება, ვისაც ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში დაბერების შეშინებია…

თავს ვიმშვიდებთ, რომ ისედაც მალე დაიხოცებოდნენ. მაგრამ დაიხოცებოდნენ კი? ეს ჩვენთან ბერდებიან და კვდებიან ადამიანები ნაადრევად… ეს თაობა ახლა მიდის! მიდის უკანმოუხედავად! დღეში 80 კაცი!”.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი“ - რას წერს ზაზა თელია

VIDEO: „რა გავაკეთო იმისთვის, რომ არ ამოვყო თავი სავადმყოფოში!“ - ნუცა შანშიაშვილი კორონავირუსის წინააღმდეგ არსებულ ყველაზე ძლიერ წამალს ასაჯაროებს

„ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით და რაღაცებით მემუქრებიან“ - ზაზა სარალიძე

VIDEO: „ასეთებზე დგას ეს ქვეყანა, მადლობა“ - კადრები, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

„კოვიდმა არც მე ამიარა გვერდი... “ - მიხეილ სააკაშვილის მამა კორონავირუსით დაინფიცირდა

ნახეთ, რა წერია გიორგი ფხაკაძის ანდერძში

„დღეს 80-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე საქართველოში... კითხვები იბადება“ - რა განცხადებას აკეთებს გიორგი ფხაკაძე

„მეგონა, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს მოიხდიდი და ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს“ - სოსო რობაქიძე სააკაშვილს მიმართავს

წყარო: www.radiotavisupleba.ge