გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის, თუმცა ექიმი მძიმე კოვიდ ისტორიის შესახებ წერს.
როგორც ფრანგიშვილი წერს, თბილისელმა ქალმა მისწერა, აცრასთან დაკავშირებით, რომელსაც აცრა სურდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
„უდიდესი მადლობა ყველას დაბადების დღის მოლოცვისთვის.
ვერ გწერთ პირადში და ბოდიში. ვერ გწერთ იმიტომ რომ ბევრი მეხმიანება.
ამ წამს თბილისელი ქალბატონი შემეხმიანა, დედა რაიონშია, მარტოა, აცრა უნდა და აცრის ცენტრში ვერ მიდის. შვილს კი თბილისიდან სოფელში ჩასვლა ეშინია, ვაითუ გადავდოო. ხუთშაბათს მიწევსო აცრა და ეგრევე წავალო.
ხო არ ვაგვიანებო...
ახლა ვეკითხები იმ ექიმებს, რომლებიც „მკვლელებს“ უწოდებენ არაცრილებს.
რას ურჩევთ 50წლამდე ასაკის ქალბატონს - აიცრას ხუთშაბათს, ჩაჯდეს მანქანაში, სამი თუ ოთხი საათი იჯდეს მანქანაში და საკუთარი მოხუცი დედა აცრაზე მიიყვანოს, აცრის დანიშნული დროის გარეშე პარასკევს, იქ კიდევ იცადნონ ალბათ რამდენიმე საათი და იქნება და აუცრან?
აი ეს იყო ამ ქალბატონის იდეა, რომელიც მე, ავიღე პასუხისმგებლობა და გადავაფიქრებინე.
აცრა და რამდენიმე დღე მოცდა ვურჩიე. მიზეზის ახსნას, თუ რატომ გადავაფიქრებინე, უბრალოდ არ გაკადრებთ.
ვთხოვე რომ რაიონის ჯანდაცვის ბიუროს და კოვიდის ლოკალურ სააგენტოს დაკავშირებოდა.
ვერ იპოვა ასეთი. იპოვა რაინის პოლიკლინიკა, რომელსაც ვერ უკავშირდება.
ვთხოვე დაკავშირებოდა ტელევიზიებს - და არ სურს.
მესმის ყველაფერი, ისიც კარგად გავიგე როცა მითხრა „პოლიტიკოსი არ ვარო“
რა ვქნათ? ვიყვიროთ რომ „ბნელებო არ იცრიან“ თუ საყვირალი ისაა, რომ „ბნელი სისტემა ვერ ცრის“
ერთადერთ შვილს გეფიცებით, არასოდეს მიწყევლია საკუთარი დაბადების დღე რაიმე სამედიცინო და თუნდაც მძიმე გადაწყვეტილების მიღებისას. ან აზრის გამოთქმისას.
ვინ გინდა როგორ გინდა დაარწმუნო იმაში, რომ პაციენტზე თვეში 7 ცენტად და ესაა ამბულატორიის ექიმის ანაზღაურება, დაამარცხებ კი არა, გადაგივლის ყველაფერი.
ან ვინ გინდა დაარწმუნო იმაში, რომ დიდმა გერმანიამაც ორკაციანი მინიჯგუფებით და ინდივიდუალურად მართა პანდემია ისეთ დროს, რა დროც საქართველოში ახლაა - მასობრივი ინფიცირების საფრთხის პერიოდში.
მაშინ ტკბილი სიტყვით დავდიოდით სოფელ-სოფელ და ახლა ჩააგდე თერმოყუთში ფაიზერი.
ვინ გინდა დაარწმუნო იმაში, რომ ჯანდაცვის არსებული სისტემაც უვარგისია, მაგრამ, საკმაოდ ბევრია, რაც მყისიერად შესაცვლელია და რისი შეცვლაც შეიძლება.
ოღონდაც, ეს შეცვლა უნდა დაიწყოს თავებში.
ეს შეცვლა უნდა დაიწყოს იქ, რომ კოვიდის მძიმე გართულებათა 80% შენ, ექიმი უკვე იცნობ უკვე კოვიდამდე გაცილებით ადრე, უკვე წლებია იცნობ და დიდი წარმატებითაც გიმკურნალია.
ვინ გინდა დაარწმუნო იმაში, თუ ვინ არიან უმთავრესი ადრესატები ამ საშინელებებზე პასუხისმგებლობისა.
ადამიანობას და ადამიანებად დარჩენას გისურვებთ ყველას.
მესმის, რომ ესეც შეძლებისდაგვარადაა შესაძლებელი,“- წერს იაგო გრანგიშვილი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კლინიკაში გადაყვანა გჭირდებათ - რჩევები ღოღობერიძისგან
🔵რომელ ტრიმესტრში უნდა აიცრას კოვიდვაქცინით ფეხმძიმე? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები