
პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში კორონავირუსის მზარდ სტატისტიკას ეხმაურება.
მისი თქმით, თუკი საპატრიარქო და სასულიერო პირები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ სიტუაცია დასტაბილურდება, რადგან მათ აზრს ბევრი ადამიანი გაითვალისწინებს და აიცრება.
„ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ნდობა გააჩნია საპატრიარქოს და ეკლესიას.
უკვე კატასტროფული 5697 შემთხვევის და 54 გარდაცვლილის ფონზე, ჩემი მოკრძალებული აზრით, საპატრიარქოს მიერ მოწოდება თუ არა, აცრისკენ მინიშნებაც კი, ბევრ ადამიანს გადაარჩენდა.
თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია!“- წერს სულაბერიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ: