ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ამბობს, რომ მას შეგრძნება აქვს, თითქოს ქალაქში ზოომაღაზიების მეპატრონეებს მხოლოდ ფუმფულა და პატრონიანი ცხოველების ხარჯზე ბიზნესი და ხელის მოთბობა სურთ და თავად ცხოველები არც მეტი და არც ნაკლები სძულთ.
„შეგრძნება მაქვს რომ ქალაქში ზოომაღაზიების მეპატრონეებს (ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა) მხოლოდ ფუმფულა და პატრონიანი ცხოველების ხარჯზე ბიზნესი და ხელის მოთბობა სურთ და თავად ცხოველები....არც მეტი და არც ნაკლები....ეზიზღებათ!!! რამდენი ზოომაღაზიის წარმომადგენლებს მეგობრულად არ ვურჩიე ამ პაპანაქებაში,მათი ვითომ ცხოველებისადმი ზრუნვის და ჰუმანურობის გამოსახატავად,საკვებს რომ თავი დავანებოთ...ელემენტარულად წყალი მაინც დაედოთ....იმდენჯერ დაიწყეს თავის მართლებები: „უიმე, მერე მოგროვდებიან", „ოოჰ,მერე მიეჩვევიან" „უი,რას ამბობთ,მერე თავიდან ვეღარ მოვიშორებთ"...და ა.შ ტიპური ცხოველთა მოძულეთა არგუმენტები!! ფუ, შეგირცხვათ ნამუსიც და თქვენი ბიზნესიც!!!! ამდენი გაუბედურებული ძაღლი დადის, მათი მოდგმის ხარჯზე, მათი პატრონებისგან შოულობთ პურის ფულს....ადექი რა შე მამაცხონებულო, თვეში ერთხელ, ქალაქში ყველაზე იაფფასიანი „ჩაპის" ერთი ტომარა მაინც იყიდე, რომ ამ უბედურებს დაუდო და ამით საკუთარი მაღაზიის იმიჯი მაღლა ასწიო!!!! თუ მაინცდამაინც მარტო 15-დან 20 ლარამდე უნდა ახდევინო კილოში მათნაირების ფულიან პატრონებს? თქვენი არ ვიცი, მაგრამ ის ზოომაღაზიები რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისათვის საქველმოქმედოდ არ ზრუნავენ,არანაირად არ იმსახურებენ ჩემს პატივისცემას! უფრო მეტიც,ისინი ჩვეულებრივი ზოოქორვაჭრები არიან!! მათთან ჩემი ფეხი არ იდგმება და ამასვე მოვუწოდებ ყველა ცხოველთა მოყვარულს!! მათ არ უყვართ ცხოველები,მათ უყვართ მხოლოდ ფული და ნუ შეხვალთ მათ მაღაზიაში და ნუ გაამდიდრებთ მათ!! კი ბატონო,თუ ხალხს დაანახვებენ რომ ცხოველები რეალურად უყვართ და არა მარტო ოთხფეხების ხარჯზე გამდიდრება იზიდავთ,კეთილი ინებონ და დანერგონ ტრადიცია: პირველ რიგში,დაუდონ საკვები და წყალი ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს და მერე აკეთონ მათი საკვებით ბიზნესი", - წერს თამარ ივერი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩემო უკიდეგანო სიყვარულო, ვეგუები უშენოდ ცხოვრების ნულიდან დაწყებას“ - თამარ ივერი