ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი, მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ COVID-19 პანდემიის პირველ თვეებში, მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ახალგაზრდა გოგონებში, დაიწყო მატება სუიციდური აზრების.
„ის რომ კოვიდი მარტო დაინფიცირებული პაციენტები არ არის... კიდევ კარგი სხვა ქვეყნებში ტარდება კვლევები და სხვა საკითხებითაც ინტერესდებიან (რაც მარტო ფინანსების არსებობით არ აიხსნება)
COVID-19 პანდემიის პირველ თვეებში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ახალგაზრდებში და განსაკუთრებით გოგონებში, დაიწყო მატება სუიციდური აზრებისა და ქცევების გამოვლენამ. აღსანიშნავია რომ ეს მატება გამოიხატა ახალგაზრდებში ადრინდელი ფსიქიატრიული ისტორიის გარეშე. ასეთი დასკვნები გააკეთეს აშშ-ში კაიზერ პერმანენტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად.
ბოლო კვლევების შედეგები სულ ახლახან გამოქვეყნდა JAMA Psychiatry–ში, და ის ძალიან მსგავსია აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების, რომლებიც გამოქვეყნდა რამდენიმე თვით ადრე Morbidity and Mortality Weekly Report– ში, რომელიც განიხილავდა ამ ტენდენციებს 12-25 წლის ახალგაზრდებში პანდემიამდე და მის დროს. გარდა ამისა, ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ პრევენციის მცდელობები შეიძლება განსაკუთრებით გამოსადეგი იყოს ამ ახალგაზრდებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
Ridout– მა და მისმა თანამშრომლებმა შეაფასეს ემერჯენსის განყოფილებაში (ED) 5-17 წლის ბავშვების თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ვიზიტები. 2020 წლის ოთხი პერიოდი შეადარეს იგივე ოთხ პერიოდს 2019 წელს.
პირველ პერიოდში, მარტიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით, ბავშვებსა და მოზარდებში თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ED ვიზიტების სიხშირის კოეფიციენტი (IRR) დაეცა 40% -ით (IRR, 0.53; P <.001) 2019 წლის იმავე თვეებთან შედარებით. ეს შეესაბამება სხვა სახის დახმარებებისათვის ED ვიზიტების ასევე ფართო ვარდნას რაც დამახასიათებელი იყო COVID-19 პანდემიის დასაწყისში.
ივნისიდან აგვისტომდე და სექტემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ED ვიზიტები გაიზარდა, მიაღწია პრეპანდემიურ დონეს საერთო ჯამში, მაგრამ გენდერული განსხვავებით. გოგონებში, პირველ პერიოდში ზრდამ მიაღწია მნიშვნელობას (IRR, 1.19; P = .04) და შემდეგ კიდევ უფრო მაღლა აიწია მეორეში (საფრთხის თანაფარდობა, 1.22; P <.001).
პანდემიის დროს თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ED ვიზიტების სხვა მახასიათებლები ასევე განსხვავებული იყო 2019 წელთან შედარებით. ერთი იყო ახალგაზრდების ვიზიტების ზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობის წინასწარი ისტორიის გარეშე ან თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ამბულატორიული ვიზიტების გარეშე.
უახლესი პერიოდის განმავლობაში, 2021 წლის 21 თებერვლიდან და 20 მარტამდე, შემთხვევების შეფასებამ აჩვენა რომ გოგონებს შორის ყოველკვირეული ვიზიტების საშუალო რაოდენობა დაახლოებით 50,6% -ით გაიზარდა (თვითმკვლელობის მცდელობები), ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბიჭები ეს ზრდა უფორ მცირე იყო 3.7%.
გოგონებს შორის თვითმკვლელობის მცდელობის უფრო მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირებულია სხვა მკვლევარების მიერაც. CDC მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს პანდემიის დროს გოგონების მიერ თვითმკვლელობის უფრო დიდი რაოდენობით მცდელობები. ეს ახალი ანგარიში "ვარაუდობს უფრო ძლიერ დისტრესს ახალგაზრდა ქალებს შორის, ვიდრე ეს გამოვლინდა წინა ანგარიშებში პანდემიის დროს". ეს მკლვევარები ვარაუდობდნენ, რომ სოციალური დისტანცია და იზოლაცია COVID-19 პანდემიის დროს შეიძლება უფრო მეტად მოქმედებს გოგონებზე ვიდრე ვაჟებზე“,- წერს ზაზა თელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: