Digest Logo

„თქვენ გამო ჩვენ ცხოვრება აღარ გვაქვს და თქვენ ხართ საზოგადოებისთვის საშიშები!“ - ეკო ფანგანი

1634038789
ეკო ფანგანი

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი 4774 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ეხმაურება და წერს, რომ ქვეყნის კიდევ ერთხელ დაკეტვა და შევიწროებული ცხოვრება აღარ უნდა, ასევე  წერს, რომ ყველაზე მეტად აღიზიანებს სიტყვები „ჯოგური იმუნიტეტი“ აღიზიანებს. 

„ყველაზე მეტად მაღიზიანებდა სიტყვები „ჯოგური იმუნიტეტი“. ვინც ამას ამბობდა მეგონა (ახლაც მგონია) ადამიანთმოძულე, ბოროტი არსება. ერჩივნათ რომ არაფერი არ დაკეტილიყო, ეცხოვრათ, ეგულავათ და, სამაგიეროდ, ვინც გადაიტანდა კოვიდს, გადაიტანდა და ვინც არა დაიხოცებოდა.

მაგრამ ახლა, როცა ამდენი აცრაა, უკვე ფუჭდება აცრები და მაინც არ იცრება ხალხი. დღევანდელი მაჩვენებელი არის ინფიცირებული 4475 და გარდაცვლილი 37!

მე აღარ მინდა მშიშარა, ჩამორჩენილი აზროვნების ან სრულიად უაზრო ადამიანების გამო ისევ სრულად დაკეტვა და შევიწროებული ცხოვრება!

უკვე ძალიან ბევრმა რამდენიმე თვის წინ გავიკეთეთ აცრები, აცრილმა ორსულებმა გააჩინეს ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები ოთხივე აცრით ავიცერით და ყველა კარგად ვართ, არ ამოგვივიდა არც რქები და არც კუდები, არც რობოტებად გადავიქეცით.

ანტივაქსერები ამბობენ, რომ მათი სადმე არ შეშვება არის ადამიანების დისკრიმინაცია! ჩვენ კი ვამბობთ, რომ თქვენს გამო, ჩვენ ცხოვრება აღარ გვაქვს და თქვენ ხართ საზოგადოებისთვის საშიშები!
კოვიდით გარდაცვლილების 99 % არის აუცრელი!

მაშინ იყოს ჯოგური იმუნიტეტი, ვინც გადაიტანს, გადაიტანს და ვინც საავადმყოფოშიც ვერ მოხვდება, პრეტენზიები მხოლოდ საკუთარ თავთან. მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი.
მთავრობა, ექიმები, ჯანდაცვა, სისტემა.. ბლააა-ბლააა-ბლააა არ გავიგოთ ნორმალური ცხოვრება გვინდა!“- წერს ეკო ფანგანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ეკო ფანგანის სტილისა და ვიზუალის ევოლუცია (ფოტოები)

🔵„ყველა აუცრელ ექიმსა და მედმუშაკს უნდა ჩამოერთვას ლიცენზია!“ - რას წერს ეკო ფანგანი

🔵გარდაცვლილი ცოლი, 28 წლის წინ დაკარგული და თავიდან ნაპოვნი სიყვარული, ოჯახი და კარიერა - პაატა იმნაძის უცნობი ამბები

🔵ვინ არის და რას საქმიანობს პაატა იმნაძის შვილი? ფოტო-ამბები

🔵„არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, მაღალი რისკია“ - ექიმი სოფო ბერიძე

🔵ტრაგედია პოლიტიკოსის ცხოვრებაში, 13-წლიანი ქორწინება, რუსი მეუღლე და 3 შვილი - კახა კუჭავას ცხოვრება პოლიტიკის მიღმა