ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ სამსახურში შეყვანის კადრებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა. მან აქვე იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თანამშრომელს და ჟურნალისტს ნატალია მახვილაძეს მიმართა.
„ეს კადრებია თქვენი დასასრული!!!! ციხის კადრებით მოსულები, გადაჰყვებით ციხის ამ კადრებს!
მანქანიდან გადმოთრევის კადრებიც დადეთ ახლა და საკუთარი განაჩენის ბოლო წერტილს დასვამთ!
Natalia Makhviladze, როგორ გაბედე და „ტვ პირველი“ ბრიფინგზე მხოლოდ დამთავრების შემდეგ შეუშვი?
ამ ცხოვრების დედა იცი რატომ ვატირე მე?
შენ - მიშას ცნობილი „გამპრავებელი“ რომ იცავ დღეს „ოცნებას“ „ტვ პირველისგან“.
შენ ცხრა წელი მიშას ქება-დიდების დიდოსტატი რომ „ოცნების“ მეხამრიდი გახდი დღეს!!
ესაა ხელისუფლების ორმაგი და მახინჯი სახე -ის ხალხი იცავს დღეს თავისუფალი ჟურნალისტებისგან.
ხელისუფლებას და ის ხალხი უდგას მოწინააღმდეგე მხარეს სააკაშვილს, ვინც როცა ჩვენ ვაკრიტიკებდით, მის მზეს იფიცებდა. მართლა მომბეზრდა ეს „სვეტსკაობა“, „სკლეროტიკობა“ და პირში წყალი! ამოხვედით ყელში!“, - წერს ინგა გრიგოლია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵45-წლიანი უსახლკარობის შემდეგ მამაკაცმა ოჯახი იპოვა (ფოტოები)