ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები „შეკერა“ და საზოგადოების ერთ ნაწილს აქვს უსამართლობის განცდა.
„მიშა ჩემთვის ძალიან სხვა იდეაა. მიშას დამარცხება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ყველა პერსპექტივა იხურება. მიშა ჩემთვის სხვა ხაზია, რომელზეც გადის ამ ქვეყნის ყოფნა - არ ყოფნა. „ქართული ოცნების“ წევრები ამაზე იცინიან და ვისთვის ეს ქვეყანა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია და ვისთვის – იდეალისტი მიშა სააკაშვილი…
თუ სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაშინ ციხეში ბიძინა ივანიშვილიც უნდა ჩასვან. არ დავწვრილმანდები, რაზე ასამართლებენ სააკაშვილს. მაშინდელი ოპოზიცია ძალიან კარგად ახერხებდა, რომ ყველა კრიმინალური ამბავი მიშასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ბუტა რობაქიძის შემაძრწუნებელ ამბავზეც კი ეწერა, რომ მიშა მკვლელია. თუ ბუტა რობაქიძე მიშას პასუხისმგებლობაა, ლუკა სირაძე რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა?!. ის საქმეები, რომლებიც ახლა წარიმართება და არ ვიცი, როგორ წარიმართება – იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს, უნდა იყოს საჯარო პროცესები…“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩვენს ქვეყანაში პროპორციები, სამწუხაროდ, ბოლო ორი ვარიანტისკენ იხრება“ - კულუმბეგოვი
🔵„დღეს ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება“ - რა გელოდებათ დღიდან?
🔵24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵გიორგი გასვიანის 8 თვის ორსული ცოლი „პფაიზერით“ აიცრა
🔵„ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი“ - რატომ დაშორდა ქეთი ჩხეიძე ქმარს?