სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ხარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.
გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ისტორიას ჰყვება 16 წლის გოგო, რომელიც ქუჩაში სიარულის დროს უხერხულ სიტუაციას შეესწრო.
„მოგესალმებით ყველას! პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მინდა, ყველაფერი აქ ჩავატიო... აქ პირველად არ ვწერ, ჯერ ძმაზე ვლაპარაკობდი, ხოლო ამის შემდეგ შეყვარებულის არაადეკვატურ ქცევებზე. ამაზე, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით იმას, რომ შეყვარებულს უკვე თვეებია დავშორდი, რადგან არაა საჭირო ეგეთი ურთიერთობა მაშინ, როდესაც არც ერთი ლაპარაკი არ ცვლის არაფერს.
მე მინდა, რომ ადამიანს ვუყვარდე და არა ისე, რომ ჩემი სხეული აინტერესებდეს მხოლოდ, თან მაშინ, როცა 16 წლის გოგონა ვარ.
დიახ, აღარ ვარ ისეთი პატარა, მაგრამ არც დიდი ვარ და მართლა არ ვარ ასეთი ურთიერთობისთვის მზად. თავს უდიდეს სტრესში ვგრძნობ, იმის მიუხედავად, რომ დღითი დღე ვრწმუნდები რომ მამაკაცების მიმართ უდიდეს ზიზღს ვგრძნობ, რადგან ყოველთვის პედოფილებს ვეყრები, იმის მიუხედავად, რომ ონლაინ მეგობრები მყავს და ამავდროულად ბევრი ცდილობს გაცნობას.
ბევრი „ფეიქი“ „ექაუნთებიდან“ მწერს. ხშირად ასაკიც მომიტყუებია, მაგრამ მაინც გაუგრძელებიათ საუბარი. დაკითხვებს მიწყობენ და გამწარებულად ცდილობენ მისამართის გაგებას და ასე შემდეგ...
ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ საქართველოში ვცხოვრობ, ისეთ ადგილას, სადაც გოგოები არანაირად არ ვართ დაცულები, სულ შიშით გვიწევს სიარული, ღია ტანსაცმელს ვერ ვიცვამთ, რათა კაცებს თვალში არ მოვხვდეთ და ასე შემდეგ... უბრალოდ ეს არაა ნორმალური... რა თქმა უნდა, ყველაფერს საზღვარი აქვს, მაგრამ ამ დროს კაცები რას აკეთებენ?
ზუსტად დღეს, სახლში ვბრუნდებოდი, ტროტუარზე მოვდიოდი და მთელ მიყოლებაზე მანქანები იდგა. უცებ თვალი მოვკარი გახდილ მამაკაცს, რომელიც თავის სასქესო ორგანოს ათამაშებდა...
ალბათ წარმოიდგენდით და მიხვდებოდით, თუ რა სტრესში ჩავვარდი და ჩემზე უფრო პატარა ბავშვი, წარმომიდგენია, როგორ იგრძნობდა თავს... საშინელებაა... არანაირად არ მინდა, რომ ჩავიკეტო საკუთარ თავში ან სახლში გამოვიკეტო, მაგრამ მეშინია... მინდა, რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი. ძალიან მინდა, რომ თავისუფლად ვიცხოვროთ.
რადგან ასეთი ნაბი*ვრების გამო სტრესში არ უნდა ვვარდებოდეთ გოგოები, სუიციდით არ უნდა ვამთავრებდეთ ამ ყველაფერს და ცხოვრება არ უნდა გვენგრეოდეს ასეთი არაკაცების გამო.
ვინც ამას კითხულობთ, ვისაც გამოცდილი გაქვთ ასეთი სიტუაციები, უბრალოდ იმას გეტყვით, რომ წარმატებებს გისურვებთ და იცოდეთ, რომ თქვენ ძალიან ძლიერები ხართ, ხოლო ისინი - ლაჩრები და მაგარი მშიშრები არიან, რომლებმაც ვერაფერი ვერ უნდა დაგვაკლონ ჩვენ...
ამავდროულად იმასაც ვიტყვი, რომ ვისაც შვილები გყავთ, იყავით მათთან იმდენად ახლოს, რომ არაფერი დაგიმალოთ და გაუფრთხილდით მათ.
და ბოლოს: მადლობა თითოეულ ადამიანს გამხნევებისთვის გვერდში დგომისთვის, თუნდაც თითოეული კომენტარით.
იმ ბიჭებსაც უღრმესი მადლობა, ვინც ხვდებით და იაზრებთ ჩვენს ასეთ მდგომარეობას. პირადად არ გიცნობთ, მაგრამ ყველანი მიყვარხართ“.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ „იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია“ - პაატა ბურჭულაძე
🔵„ეს დებილი ბოროტმოქმედი!“ - თამარ ჩერგოლეიშვილი თაკო ჩარკვიანს დაუპირისპირდა
🔵„ბუბა, ჩვენც გვრცხვენია შენ და ბანი ბურჭულაძე რომ ქართველები ხართ” – გიორგი გამსახურდია
🔵„ფეხის ტერფზე მაქვს პრობლემა - პოდაგრა და აუცილებლად მჭირდება ოპერაცია“ - თამო ვაშალომიძე
🔵VIDEO: „აუ, სიხარულით ნეტა არ გავაფრინო დღეს“ - ნანუკა გულუა იუბილარია
🔵„თეოს ვერავინ შეცვლის, მაგრამ მარტოობამ დამღალა” – გელა დაიაურმა 11 წლის შემდეგ ცოლი მოიყვანა
🔵„გააჩერეთ მანქანები ერთი-ორი დღე, არ იყიდოთ საწვავი, არ შეიძლება? “ - ცირა მესხიშვილი