ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში მწვანე პასპორტის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და დაწერა, რომ აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების საოცარი რეაქცია მოჰყვა.
ექიმის თქმით, პანდემიაც და აქედან გამომდინარე რეგულაციებიც ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება.
„საოცარი რეაქციაა.. პანდემიაც და აქედან გამომდინარე რეგულაციებიც ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება.
მწვანე პასპორტიც რეგულაციის ნაწილია. ერთი სული მაქვს როდის მოვა ის დღე - კოვიდის გაქრობის, რომ მართლა გავიხარო!
ახლა, ამ რეკორდული ავადობის პირობებში რა არის სასიხარულო? მწვანე პასპორტი იყო მთავარი პრობლემა?! როგორ შეიძლება ადამიანების ასეთი რაოდენობა ვერ არჩევდეს, რა არის მთავარი და რა მეორე ხარისხოვანი?
ახლა უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს - „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“
თუ ჯერ სიღარიბე უნდა გაქრეს და შემდეგ ამ პოლისის არსებობის აუცილებლობა? თუ ეს პოლისი არაა ადამიანების სეგრეგაციის წყარო?... არადა, რა ცოტა ფიქრია საჭირო..“, - წერს დავით გადელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ამ ყველაფერს სიკვდილი მირჩევნია...“ - ვინ გარდაეცვალა პეტრე კოლხს
🔵„ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში“ - მაია კაშია