ალბათ, ყველას გახსოვთ კოვიდინფიცირებული თამუნა თანდაშვილი, რომელიც საავადმყოფოს რეანიმაციიდან ხშირად გვაწვდიდა ინფორმაციებს და გვიყვებოდა იქ გატარებული დღეების შესახებ.
ერთხელ, 20 წლის ფეხბურთელზე ვახოზე გვიამბო, რომ მას ჩვენი მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდებოდა.
დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის სპორტსმენის, ფეხბურთელის სიცოცხლე შეიწირა ვირუსმა.
თანდაშვილის ცნობით კი, ეს ფეხბურთელი ვახოა, რომელზეც თავად გვიყვებოდა...
„54 არ არის ციფრი
მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია
მშვიდობით ვახო,
ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარი
არ მაქვს სიტყვები“,- წერს თანდაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„დაფიქრდით რას სჩადით!... არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს" - ვის მიმართავს თამარ ჟამურაშვილი