Digest Logo

„ვერავინ „გააპიდარასტებს“ ჩვენს შვილებს, თუ ეს მათი სურვილი არაა“ - დეკანოზი ილია

1625220415
დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები სიველურეა. მისი თქმით, ყველა მორწმუნეს და ტრადიციონალისტს აქვს უფლება მშვიდობიანი და ლოცვითი აქციით გააპროტესტოს პრაიდი და პრაიდის იდეები.

ამასთან დეკანოზის ხაზს უსვამს, რომ ჰომოსექსუალობა ისეთივე ცოდვა, როგორც სხვა დანარჩენი და მათ წინააღმდეგ გამომსვლელებს უფლის სიტყვებს - „ქვა პირველი იმან ისროლოს, ვინც უცოდველია“ ახსენებს.

„რაც გუშინ ვიხილეთ, პროტესტანტების მხრიდან, ეს არაა ქრისტიანობა და სულიერება, ესაა სიველურე და სამართლის დარღვევა.

იყო დრო, როდესაც მეც ისევე ვფიქრობდი, როგორც ეს ქსენოფობიური ჯგუფები და მიმაჩნდა რომ პრაიდის მოწყობა ქვეყნის და ერის დაქცევას უდრის, მაგრამ დღეს ვაანალიზებ, რომ ასეთი მიდგომა არის უკიდურესად პრიმიტიული და უაზრო რამ: გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ტრადიციული ფასეულობებისთვის და ქრისტიანობისათვის, ყველა მიმდინარეობას აქვს ქადაგების და პროპაგანდის სამართლებრივი უფლება, თუ კონკრეტული რამ კანონით აკრძალული არაა. ქრისტე თავის ფასეულობებს ქადაგებით ავრცელებდა და არა ძალადობით, ან ვინმეს რეპრესირებით. შეუძლებელია პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს. მოწოდებები რომ „ლგბტეები პრაიდით შვილებს გვიპიდარასტებენ“ არის უკიდურესად პრიმიტიული გონებაჩლუნგობა, რაც მხოლოდ საკუთარ მორალურ სიმხდალეს და არამდგრადობას ავლენს და შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ და სხვის შვილებს.

ვერავინ ვერ „გააპიდარასტებს“ ჩვენს შვილებს, თუ ეს მათი პირადი სურვილი და არჩევანი არაა, ეს უნდა შეუშვას ტვინში ყველამ და გააანალიზოს. ვერც ძალით აიძულებს ვერავინ შვილს ჰეტეროსექსუალობას, ესეც უნდა გაიაზროთ და გამოხვედით პუტინისტური იდეოლოგიზირებული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების ტვინების რეცხვის გავლენებიდან.

პავლე მოციქულის თანახმად, ქრისტიანობისათვის ჰომოსექსუალობა არის ცოდვა, ისევე როგორც მრუშობა, სიძვა, მემთვრალეობა, მკვლელობა, ქურდობა, ტყუილი და სხვა, მაგრამ პირველი ქვა მან ესროლოს ცოდვილს, ვინც უცოდველიაო, ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, საქართველოში კი ჩანს უცოდველი ფსევდომორალისტი პუტინისტები ბლომად გვყავს, ვინც ქვას, კვერცხს და სხვა ყველაფერს რაც ხელში მოხვდება, ისვრიან. არაა მარტო საკმარისი ხელისუფლების მიერ მოძალადის ადგილზე დაკავება, აუცილებელია ძალადობის მკვებავი იდეოლოგიური და ფინანსური არხების გაუვნებელყოფა და ჩახშობა. სხვანაირად კრემლის გავლენებისგან თავისუფალი, მშვიდობიანი, ზნეობრივი და სამართლებრივი საზოგადოება-სახელმწიფო ვერ გვექნება საქართველოში“, - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას - საზოგადოება „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“

„პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას - საზოგადოება „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“

ცოტაც მოითმინეთ და 10-დან კოსმოსი კარგ ამბებს გპირდებათ - ხათუნა ნოელი