სოციალური ქსელის მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია, რომ ერთ-ერთ კვების ობიექტში რუსული წარწერებით იყიდება საკვები. ვიდეოს გადაღების დროს ერთმანეთს მომხმარებელი და კონსულტანტი დაუპირისპირდნენ.
„ეს ინციდენტი მცირე ხანში აღმოიფხვრა. შედეგი:
ობიექტი ჯარიმდება და იძულებულია განათავსოს და დააწეროს წარწერები სახელმწიფო ენაზე, მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ოპერატიულად რეაგირებისთვი. რაც შეეხება ჩვენს სამოქალაქო შეგნებას, მოდით, თუ ვნახავთ მსგავსს, მინიმუმ გამოვიდეთ ობიექტიდან და არ შევიძინოთ არაფერი და არ ვისარგებლოთ მათი მომსახურებით!!!! ასე იქცევიან ურეკში იმ დღეს, როცა მთელ ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია! პოლიციამ კი გამოკითხვაზეც არ წაიყვანა საცხობის მესვეურნი! ეს მაშინ როცა ჩემს შვილზე ზეწოლა იყო თუ რა უფლებით იღებდა ვიდეოს! ჩავასწორებ ინფორმაციისთვის! კონსტიტუციის მე-8-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული და სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა, ნებისმიერ სფეროში უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქნეს მიიჩნეული. სახელმწიფო ენის დაცვის მიზნით, სპეციალური ღონისძიებების საჭიროების შესახებ აღნიშნულია საქართველოს კონსტიტუციაზე იერარქიით დაბლა მდგომ აქტებშიც, რომლებიც, სავალდებულო წესით უნდა შეესაბამებოდნენ საქართველოს კონსტიტუციას. დასახელებულთაგან ერთ-ერთია საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“.
მაღაზიებზე, სავაჭრო ცენტრებზე, სასტუმროებსა და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებზე წარწერების გაკეთება კომერციული მიზნით, პოტენციური მომხმარებლისათვის საკუთარი დანიშნულების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, პროდუქციისა და მომსახურების შესათავაზებლად ხდება - მეწარმე სუბიექტის ოფისზე, ნებისმიერი ფორმით (აბრა, სტენდი და ა.შ.) ნებისმიერი ზომის წარწერის გაკეთება, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ოფისში არის განთავსებული ესა თუ ის ობიექტი, სავაჭრო ფირმა, რესტორანი და სხვა, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სარეკლამო საქმიანობად მიიჩნევა.
კანონის მე-3-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში-საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას“.
ასევე დაგაინტერესებთ⭕
„სამტრედიასთან ბენზინგასამართ სადგურთან გავჩერდი და ..." - ნახეთ, რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს