საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ფხაკაძე „ფეისბუკზე" ბმულს აზიარებს და ე.წ. „ხანგრძლივი კოვიდის" შესახებ წერს. მისი თქმით, ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ხანგრძლივად ტოვებს ჯანმრთელობის პრობლემებს.
„კარგი, ჩემი არ გჯერათ… კარგი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების არ გჯერათ … აგერ, ბატონო, რუსეთის მაინც დაიჯერეთ… პოსტკოვიდური მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გრძელი კოვიდი ტოვებს ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებს და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა… 30% -მდე კოვიდგადატანილებს რჩებათ ან უჩნდებათ 1-2 ან 6 თვეში ეგრეთ წოდებული „გრძელი კოვიდი”... გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე... დროზე აიცერით „ფაიზერით", სანამ ის ხელმისაწვდომია საქართველოში…გახსოვდეთ, ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი. დაიცავი თავი, რომ არ დაგემართოს გრძელი კოვიდი", - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ბრძოლით დავიღალე" - ნახეთ, რა მოხდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში