პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანისა და მეუღლის ბიზნესმენ ჯონი გიგანის შვილი, სოციალურ ქსელში ჩუმად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დედამისი როიალთან ზის და უკრავს. აღნიშნულ კადრებს პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანიც გამოეხმაურა.
„ჩუმად ჩაწერილი – დედა, სახლი, ჩვენი ბებერი როიალი”, – წერს ირმა გიგანი.
კომენტარების ველში ირმა გიგანს თაკო ჩარკვიანმა ასე უპასუხა:
„ესე იგი, სახლშიც არ „მომასვენა” ამ პაპარაცმა ჩემმა შვილმა, რაც ჩამოვიდა და ყირაზე დაგვაყენა მე და მამამისი”, – წერს თაკო ჩარკვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
რა გაფრთხილებას აძლევს გიორგი ფხაკაძე 35 წელს გადაცილებულ ქალებსა და 40 წელს გადაცილებულ კაცებს