Digest Logo

„ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“ - ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური გარდაიცვალა

1643187942
გიორგი კირკიტაძე

„საპატრიარქოს უწყებანი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

 

„2022 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი გიორგი კირკიტაძე.

იგი 2004 წლიდან მსახურობდა სოფელ გიორგეთის ტაძარში და წლების განმავლობაში დაუღალავად ზრუნავდა ეპარქიის კიდევ რამდენიმე ტაძრის სამწყსოზე.

მღვდელი გიორგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, რადგან კორონავირუსით დაინფიცირებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

მამა გიორგის დაკრძალავენ შაბათს, 2022 წლის 29 იანვარს, 14:00 საათზე სოფ. გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ გიორგის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი გიორგი“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: „ვერ დაიჯერეს, რომ შემიყვარდა... უამრავი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მეუღლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის 50 წლის“ - ალექსანდრა პაიჭაძე

🔵„ღამის პირველ, ორ საათზე მწერდნენ სრულიად უცხო ხალხი... გული ამიჩუყდა“ - რა შეემთხვა მაკა ჩიჩუას

🔵„მინდა, გაგანდოთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივი ნარევი“ - ხატია სიჭინავას ჯადოსნური ნაყენი

🔵„დედის ბრალიაო, დედამ ვერ მიხედაო... ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას“ - რა დაემართა კლინიკაში ბავშვს (შოკის მომგვრელი ფოტოები)

🔵VIDEO: ესაუბრა თუ არა გუკა რჩეულიშვილი გიგი უგულავას ლელა კილაძესთან რომანზე