მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე გადაცემაში „ბაიასთან“ პირად ცხოვრებასა და კარიერაზე საუბრობს. ის წარსულის იმ რთულ პერიოდს იხსენებს, როდესაც მამა გარდაეცვალა.
მისი თქმით, ჰქონდა პერიოდი, როცა ფინანსური კრიზისის გამო სამორინეში მუშაობდა.
მოდელმა ასევე ისაუბრა ახლანდელ ცხოვრებაზე და მის რჩეულ მამაკაცზე, რომელიც მასზე 20 წლით დიდია.
„არ ველოდებოდი და გავიარე დეპრესია. ყველამ იცოდა ამ ურთიერთობის შესახებ და ამას უარყოფითი მოჰყვა. ვერ აიტანეს, როგორ შეიძლებოდა 30 წლის აქტიურ მოდელ გოგოს შეუყვარდეს 50 წლის კაცი, რომელიც ასევე ენერგიული და აქტიურია.
უამრავი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მეუღლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის 50 წლის. გული წყდებოდა თვითონაც და თვითშეფასების მომენტი ჰქონდა“, - განაცხადა ალექსანდრა პაიჭაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ღამის პირველ, ორ საათზე მწერდნენ სრულიად უცხო ხალხი... გული ამიჩუყდა“ - რა შეემთხვა მაკა ჩიჩუას
🔵„მინდა, გაგანდოთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივი ნარევი“ - ხატია სიჭინავას ჯადოსნური ნაყენი
🔵VIDEO: ესაუბრა თუ არა გუკა რჩეულიშვილი გიგი უგულავას ლელა კილაძესთან რომანზე