„ახალი მუტაცია ოდნავ გააგრძელებს არსებულ კოვიდის აფეთქებას და ისე მალე არ ჩაქრება როგორც ეს იყო სამხრეთ აფრიკაში, ანუ ინფიცირების პიკი იქნება ხანგრძლივი“, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ავრცელებს.
„2021 წლის 8 დეკემბერს დავდე პოსტი ომიკრონის ახალი მუტაციის -BA.2 შესახებ.
სამწუხაროდ ჩემი შიშები გამართლდა და ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა…
ჯერჯერობით ბევრი რამ არ ვიცით ამ კონკრეტული ვარიანტის შესახებ.
რაც ცნობილია, ეს ომიკრონის „შვილი“ დიდად არ განსხვავდება (სიმძიმე, ჰოსპიტალიზაცია) ორიგინალი ომიკრონისგან, მაგრამ ფაქტია რომ პსრ ტესტები კარგად ვერ ასხვავებს.
სავარაუდოდ, ეს ახალი მუტაცია ოდნავ გააგრძელებს არსებულ კოვიდის აფეთქებას და ისე მალე არ ჩაქრება როგორც ეს იყო სამხრეთ აფრიკაში, ანუ ინფიცირების პიკი იქნება ხანგრძლივი.
დანია ამჟამად არის BA.2 „ლიდერი” ქვეყანა და სამწუხაროდ ქვეყნის „ბიზნესს გადაწყვეტილებამ“ აჯობა „საზოგადოებრივი” ჯანდაცვის პოზიციას, როგორც საქართველოში.
ვინ თქვა, საქართველო ევროპა არ არის. სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას, გრძელ კოვიდს და ჰოსპიტალიზაციას… ასევე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბავშვები (0-2 წელი) არიან ყველაზე დაუცველები…
ჯანმრთელობას გისურვებთ…“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“ - ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური გარდაიცვალა
🔵„ღამის პირველ, ორ საათზე მწერდნენ სრულიად უცხო ხალხი... გული ამიჩუყდა“ - რა შეემთხვა მაკა ჩიჩუას
🔵„მინდა, გაგანდოთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივი ნარევი“ - ხატია სიჭინავას ჯადოსნური ნაყენი