სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, ის სანდრა რულოვსზე და გიული ალასანიაზე წერს.
„გელა ჩარკვიანის გასვენებაში ვიყავი გუშინ.
მხოლოდ ასამდე ადამიანი რომ იყო ეგ ხომ ცალკე სევდაა, მაგრამ ახლა სხვა ამბავს გიყვებით.
ეზოში შეკრებილების ყურადღება სადარბაზოდან ოდნავ მოშორებით მდგარი ორი ქალისკენ იყო…
იდგნენ უხმოდ, ჩაწითლებული თვალებით, ტკივილამდე მოჭერილი ხელებით, ღრმა სუნთქვით და დიდი, ძალიან დიდი დარდით.
განა გელას სიკვდილი არ სტკიოდათ?!
პეკინის ქუჩაზე ორი ქალი იდგა! იდგა დედა და ყოფილი ცოლი და შიშით ვერ რთავდნენ ტელეფონს, სადაც მესამე პრეზიდენტზე ძალადობის კადრებს ავრცელებდა სამთავრობო მედია.
ჰო და, ვისაც ეს ძალადობა მოგწონთ, თქვენც კი არ იმსახურებთ ეგეთ დარდს!
სისტემა უნდა დაინგრეს!“- წერს გიგა მაქარაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე