ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში იმ უხერხულ შემთხვევაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც მას პირდაპირ ეთერში გადახდა.
„ვიცი, ვიცი, მეგობრებო, ვიცი ყველაფერი. ვიცი, რომ პოსტივი ხარხარებს “ვერ შარდავს”-ზე. და ვერაფერს იტყვი.
სასაცილო კი არის, ნაღდად „ლაივში“ ვკითხულობდი ტექსტს და უკვე წაკითხულზე მივხვდი (რაც სახეზე მეტყობა), რომ ისეთ რაღაც წავიკითხე არც საინტერესო იყო, არც წასაკითხი, კომიკური. ჩემი გიფიც უკვე დავინახე იმ წამსვე და ცხადია ჩემი თავი გამოვიგლოვე წინასწარ, მაგრამ ხდება ხოლმე ეგეთი დებულებები პირდაპირ ეთერში.
შვილებო, გაითვალისწინეთ აწი: სანამ ნიუსს წაიკითხავთ ლაივში კარგად გადაიკითხეთ, დებილობა არ ეწეროს რამე შიგნით:)”.
ერთ-ერთ კომენტარში ვიკა ბუკიამ მომხდარის არსი ასე ახსნა:
„ექიმის პირველად დასკვნას ვკითხულობდი ლაივში, ეგრევე დაიდო და მე შემომხვდა, სადაც სააკაშვილის ცნობიერებაზე იყო საინტერესო დეტალები, მაგრამ თან ეწერა ბევრი გაუგებარი სამედიცინო სიტყვა, რომელიც ძლივს წავიკითხე და კიდევ ის რომ „ვერ შარდავს” და ეს ყველაფერი ძალიან საყვარლად წავიკითხე”,- წერს ვიკა ბუკია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვერ არის საქმე კარგად. გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი“ - გიორგი ფხაკაძე