პოპულარობის რეცეპტი მარტივია - რაც უფრო მეტს ვიხდით, მით უფრო დიდია ჩვენი ცნობადობა. რაც უფრო მეტჯერ ვიხდით, მით უფრო ხანგრძლივია. გახდასაც თავისი საფასური აქვს - ჭორები, კრიტიკა, ინტრიგები, მლიქვნელობა. სანაცვლოდ, კი ხშირად მატერიალურ სარგებელს იღებენ.
ახლა ძალიან თამამ ქართველ ქალებზე მოგიყვებით, რომლებმაცც არც მეტი არც ნაკლები ჟურნალ „ფლეიბოისთვის“ გაიხადეს.
ნინა წკრიალაშვილი და ქეთი ყიფშიძე პირველები იყვნენ, ვინც 2007 წელს ფლეიბოისთვის გაშიშვლდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ახალაგაზრდსთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ისინი წლების განმავლობაში ყვითელ პრესის გარეკანის უცვლელი სახეები გახდნენ.
ფაქტია, რომ ნინას სხეულის დემონსტრირებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, დღეს კი ეს ნაკლებად ახსოვთ, რადგან მომღერალს ქართული საზოგადოებისთვის შემდეგაც არ მოუკლია ახალ-ახალი სკანდალები.
ქეთი კი სამოდელო კარიერას მთლიანად ჩამოშორდა.
„ძალიან ვნანობ, რომ სამოდელო საქმიანობას ჩამოვშორდი. მიმაჩნია, რომ მაშინ შეცდომა დავუშვი. მქონდა შანსი, დიდი წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ეს შანსი ვერ გამოვიყენე... თუმცა, ლონდონიდან საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩემს ამ საქციელსაც ჰქონდა გამართლება.“- ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნინას და ქეთის შემდეგ, გაიხადეს შორენა ბეგაშვილმა, მომღერალმა თამთა ჭელიძემ, ჯეობარელებმა - მულატკამ, სოფია კენ-ჭიაშვილმა, ელენე კაკაბაძემ, ნელიკო ნაჭყებიამ.
შორენა ბეგაშვილს „ფელიბოიში“ გაშიშვლებამ დიდი „წარმატება“ მოუტანა, შიშველ შორენას საზოგადოებამ დიდი ყურადღება დაუთმო. მანამდე თამუნა ამონაშვილის ერთ-ერთ კლიპში შესრულებული როლით საზოგადოებისთვის თავი განსაკუთრებულად არ დაუმახსოვრებია.
დღეს შორენა სიშიშვლით ხალხს აღარ აკვირვებს.
მულატკა საზოგადოებამ „ჯეობარიდან“ ის გადაცემაში კამერების წინ პროექტის ერთ-ერთ მონაწილესთან სექსუალურ კავშირსაც არ მოერიდა.
ამიტომ მისი „ფლეიბოიში“ გაშიშვლება განსაკუთრებულ სენსაცია არ ყოფილა, თუმცა ფოტოებზე შიშველი, გამომწვევი მულატკა მაინც იქცა განხილვის ობიექტად.
ჟურნალთან ერთად მალე მისი პოპულარობაც გაქრა.
რუსეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი თინა კანდელაკი რუსული „ფლეიბოისთვის“ გაშიშვლდა. კლეოპატრას იმიჯი სექსსიმბოლოს სპეციალურად შეურჩიეს და განსაკუთრებულად მოუხდა.
„ფლეიბოის“ გარეკანზე ყველას გაუკვირდა მომღერალ თამთა ჭელიძის ნახვა, მართალია, წლების წინ მაშინდელ მეუღლე ჯაბა კილაძესთან ერთად საწოლში გადაღებული კლიპით აალაპარაკა საზოგადოება, მაგრამ მსახიობი და მომღერალი თამამი იმიჯითა და განცხადებებით არასოდეს გამოირჩეოდა.
შეიძლება ითქვას, რომ მისთვის ამ ნაბიჯს განსაკუთრებული პოპულარობა და წარმატება არ მოუტანია.
„ფლეობოის“ სახეება, ელენე კაკაბაძე და ნელიკო ნაჭყებია გათხოვდნენ და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘 სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔘 ქმარს გაშორებული ანა მარგველაშვილი, მარტოხელა დედობა და სხვა სკანდალები ექს-პრეზიდენტის შვილზე
🔘 რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე