Digest Logo

13 წლით უფროსი შეყვარებულის სიკვდილი, იმავე წელს შექმნილი ოჯახი და უცნობი ამბები მერილ სტრიპზე

1614768384
მსახიობი მერილ სტრიპი

მერილ სტრიპი  - ამ სახელის გაგონებისას, ყველამ ვიცით, რომ საუბარი თანამედროვე ეპოქის ყველაზე ნიჭიერ, გავლენიან და ბრწყინვალე მსახიობზეა საუბარი.

მართალია, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სტრიპს ზედმეტად დაფასებული მსახიობი უწოდა, მაგრამ, როგორც მერილ სტრიპი იტყოდა, „მერე რა?“ ...

გამორჩეული ნიჭისა და პროფესიული ჯილდოების გარდა მერილ სტრიპს მიღებული აქვს ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით არაერთი ჯილდო. აგრეთვე ცნობილია, როგორც გამორჩეული ქველმოქმედი. უცაურია, მაგრამ ამერიკაში 27 მაისს მერილ სტრიპის დღე არინიშნება და ამ დღეს ლოსანჯელესში გამოფენები ეწყობა.

მიუხედავად მისი თავბრუდამხვევი კარიერისა, ის არასდროს გახვეულა დიდ სკანდალში, თუმცა მის პირად ცხოვრებაში იყო დიდი ტრაგედიაც.

სტრიპის პირველი სიყვარული მსახიობი ჯონ კაზალე მერილზე 13 წლით უფროსი იყო. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა სტრიპის სახელი არაფრისმთქმელი იყო. ურთიერთობის 2 წლის თავზე კაზალე სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მამაკაცს დიაგნოზი დაუსვეს, სტრიპმა შვებულება აიღო, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფილიყო. კაზალე 1978 წელს გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მერილ სტრიპი მასთან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა და ამ ამბის შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია ჰქონდა. როგორც გამოცემები წერდნენ, ამ ტრაგიკულმა ამბავმა მერილზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ის ამ თემაზე არასდროს საუბრობს....

ჯონის გარდაცვალების შემდეგ სტრიპის დროებითი საცხოვრებელი ძმის მეგობარის სახელოსნო გახდა. დონ გამერი მერილისთვის კარგი მეგობარი აღმოჩნდა, ისმენდა მის ამბებს და განცდებს, რომელიც პირველი სიყვარულის ტრაგიკულად დამთავარების შემდეგ გამოჰყვა.

ცოტა ხანში წყვილი მიხვდა, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და საცხოვრებლადაც ერთად გადავიდნენ. 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორია კი დღემდე გრძელდება და ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად ითვლებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

კანონიერი ქურდების ზედმეტსახელები და მათი მნიშვნელობა

„ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?“ - ამბები სტალინის პიროვნების უკეთ გასაცნობად

„გეგას სასიკვდილო განაჩენი ბაბუამისმა გამოუტანა“ - ვინ იყო გეგა კობახიძის მამა და რას ამბობდა ის შვილზე