ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ყოველდღიურად ათასგვარ ინფორმაციას გვაწვდის, თუმცა თავად ეკას შესახებ თითქმის არაფერი ვიცით.
„დაიჯესტმა“ გადაწყვიტა მის შესახებ პრესაში გავრცელებული ყველა ინფორმაცია შეეკრიბა და თქვენთვის მოეყოლა:
სიყვარული
ბუკა პეტრიაშვილის და ეკა მიშველაძის სიყვარული ბოლო დროს ყველაზე სკანდალური გახდა. პოლიტიკოსის ცოლობის გამო ეკა პოლიტიკურ თოქ-შოუს ჩამოაშორეს.
წყვილმა 2015 წელს იქოწინა.
ქორწილში მოწვეულ სტუმრებს შორის ჟურნალისტები ჭარბობდნენ.
ეკა მიშველაძე და ყოფილი მინისტრი ერთმანეთს კუს ტბაზე დაუახლოვდნენ, სადაც დილაობით ორივე ვარჯიშობდა. მათი სიყვარულის ამბავი ბევრი მათი მეგობრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
შვილები
ეკა მიშველაძე ბუკა პეტრიაშვილამდე ერთხელ იყი გათხოვილი, მას ორი შვილი ჰყავს. ეკა მიშველაძე ბუკა პეტრიაშვილამდე ერთ-ერთ ქართველ მხატვარს ხვდებოდა, რომელიც ამერიკაში ხოვრობს.
ეკას საკმაოდ წარმატებული შვილები ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი მაკო კვიტაიშვილი დედის კვალს გაჰყვა და „რუსთვი 2“-ის გუნდის წევრია.
„დედაჩემის და ბუკას სიყვარულისმაგვარი არ მინახავს, ასეთს ვერავის ურთიერთობაში ვხედავ. როდესაც დავინახე, რომ ასე უყვარდათ ერთმანეთი, მივხვდი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდაც დედა ასეთი ბედნიერი ყოფილიყო"- ამბობს მაკო კვიტაიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
სამსახურიდან განთავისუფლებული ეკა მიშველაძე
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. მიშველაძის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დააკისრა.
„სასამართლომ ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე მთავარი, რაც იყო ამ სარჩელში, ეხებოდა იმას, რომ უკანონოდ მოხდა ჩემი გათავისუფლება. ეს აღიარა და ეს დაადგინა სასამართლომ. შრომითი ხელშეკრულების დარღვევა მოხდა და გადაწყვეტილება იყო უკანონო, რაც სასამართლომ დაადასტურა. არ მოხდება ჩემი აღდგენა, თუმცა მე მივიღებ კომპენსაციას", - განაცხადა მიშველაძემ.
ვინ გაავრცელა ეკა მიშველაძის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია
2015 წლის 8 სექტემბერს ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ მას და ბუკა პატრიაშვილს უთვალთვალებდნენ.
ეკა მიშველაძის საქმე მთავარი პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა.
ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადება გავრცეკა სადაც ეწერა:
2016 წლის 16 მარტს, მოქალაქე ეკატერინე მიშველაძე საიას ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. სადაც ეკატერინე მიშველაძემ პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ იქნა, რომ პირადი მიმოწერის გავრცელებაში შესაძლებელია იკვეთებოდეს შსს-ს თანამშრომლ(ებ)ის ბრალეულობა. ეკატერინე მიშველაძე დღეს დაბარებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში, სადაც გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც პირდაპირ კანონმდებლობის დარღვევაა.
საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შსს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ პირადი მიმოწერის გავრცელება მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მოხდა.
საია მიიჩნევს, რომ ეკატერინე მიშველაძის საქმის გამოსაძიებლად შსს სამინისტროსათვის გადაცემა იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებას პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება.
ამჟამად ეკა მიშველაძე „ტვ პირველის“ გუნდის წევრია და მას მეუღლესთან ერთად გადაცემა „პოლიტიკური პარასკევი“ მიჰყავს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე
უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი