Digest Logo

ადრეულ ასაკში ქორწინება, შვილის 9-წლიანი ლოდინი და დანგრეული ოჯახი - მაგდა ანიკაშვილის პირადი

1615361482
მაგდა ანიკაშვილი

გადაცემა „დროება“ გახსოვთ? ჰოდა, მის ერთ-ერთ ჟურნალისტზე მაგდა ანიკაშვილზე უნდა გიამბოთ.

მაგდა გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც საინტერესო სიუჟეტებს ამზადებდა და იმდროინდელი მთავრობის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მუშაობდა. ის ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის დროს შენობაში იმყოფებოდა და მომსწრეა მედიაზე თავდასხმის.

 

 

ამის შემდეგ ჟურნალისტური კარიერა დაამთავრა და პოლიტიკაში წავიდა „ქრისტიან-დემოკრატიულ“ პარტიაში.

ბოლოს პოლიტიკიდანაც წამოვიდა და კვლავ ტელევიზიას დაუბრუნდა. ახლა ის მშობლიურ არხზე „იმედზე“ მუშაობს.

როგორც ხედავთ მაგდას საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს, ნაკლებად საუბრობს პირადზე, თუმცა რაღაც დეტალებს ჟურნალისტებთან საუბრისას მაინც ამჟღავნებს.

პოლიტიკა

მარცხი ყოველთვის რთულია, მაგრამ, უნდა იცოდე მარცხთან გამკლავება. ეს არაა თამაში, რომელიც ან მოიგე, ან წააგე. ფსიქოლოგიურად მყარი უნდა იყო, რომ გაუძლო. შესაბამისად, არ მქონია დეპრესიული პერიოდი – ეტყობა, გამობრძმედილიც ვიყავი.

პირიქით, ხშირად ვფიქრობ, რომ, ადამიანური თვალსაზრისით იმდენად დიდი გამოცდილება მივიღე, რომ ამას სხვაგან ვერსად მივიღებდი.

პოლიტიკას აქვს მძიმე კულისები, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ნაკლები შეხება მქონდა ამ კულისებთან – ისე ხდებოდა, რომ მამაკაცებზე გადადიოდა მთელი დარტყმა და მეც ისეთ სფეროში ვიყავი ჩართული, მხოლოდ საქმიან რეჟიმში მიწევდა პრობლემებთან შეხება.

ის გუნდი, რომელიც იყო ამ პარტიის დამფუძნებელი, დარჩა მეგობრულ გუნდად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აქტიური ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან, ვმეგობრობთ. ძალიან ხშირად ვნახულობ გიორგის, მით უმეტეს, როდესაც მედიაზეა საუბარი, მისი კონსულტაციები ჩემთვის შეუცვლელია. ის ნებისმიერ დროს მზადაა, მომცეს რჩევა და მეც დიდი სიამოვნებით მივმართავ ხოლმე.

დედობა

ცხრა წელი ველოდით ალექსანდრეს და ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ დედობის განცდა მართლაც განსაკუთრებულია. ხშირად გამიგონია დედებისგან, ნეტავ მანამდე როგორ ვცხოვრობდი, სანამ შვილი მეყოლებოდაო. ჩემი პირველი რეაქციაც ასეთი იყო.

რატომღაც, მეგონა, რომ გოგო მეყოლებოდა, თუმცა, როცა გავიგე, რომ ალექსანდრე გაჩნდებოდა, ძალიან გამიხარდა. სახელზე თითქმის არ მიფიქრია, ჩემი მეუღლის ბაბუისა და ჩემი დეიდაშვილის სახელი დავარქვით, თან, ძალიან მომწონს ეს სახელი.

იმის მიუხედავად, რომ ძალიან მოწესრიგებული ვარ და ალექსანდრესაც ვაჩვევ, რომ თავის დროზე ჭამოს, დაიძინოს, თითქმის არაფერს არ ვუშლი, თუ სიცოცხლისთვის სახიფათო არაა.

ყველანაირი თამაშის უფლებას ვაძლევ. დანასა და მაკრატელს ვერ დავაჭერინებ ხელში, მაგრამ აკრძალვით არაფერს ვუკრძალავ. ამის გამო ამ თამაშებს უკვე შეეწირა არაერთი ვაზა, ჭიქა და თეფში. ოჯახის წევრები ამას ძალიან აპროტესტებენ, მაგრამ ვამტკიცებ, რომ, რაც ბავშვს უნდა, არ უნდა დაუშალო.

ყოველთვის მიკვირდა იმ მშობლების, რომლებიც საოცარი მოთმინებით იტანდნენ ბავშვის ცელქობას. ვფიქრობდი, რომ ასეთი ხასიათი ჰქონდათ და წესრიგი არ უყვარდათ. ადრე ვიღაცას რომ ეთქვა ჩემთვის, მოვა პატარა და შენს კოსმეტიკის მაგიდას თავდაყირა დააყენებსო, შეიძლება, გავგიჟებულიყავი, მაგრამ ამაზე რეაქცია არ მაქვს. ბავშვისთვის ესაა სამყაროს შეცნობა. აურიოს, მერე დავალაგებ და ეგაა.

ბევრი რამის ინტერესი დავკარგე კიდეც და ალექსანდრეს გამო ბევრ რამეს შეველიე. ბოჰემური ცხოვრება არ მქონია, მაგრამ იყო რაღაცეები, რაც მსიამოვნებდა. ძალიან მიყვარს ხელოვნება, შეძლებისდაგვარად, დავდიოდი კიდეც თეატრში, კონცერტზე, კინოში. ახლა ეს კულტურული ნაწილი ამოღებული მაქვს, მეგობრებსაც კი ვეღარ ვხვდები. დღის მეორე ნახევარში თუ არ ხდება რამე ისეთი, სადაც აუცილებლად უნდა წავიდე, ვარ სახლში.

ძალიან მინდა, რომ ვიყო კარგი დედა. ვიცი, წარმატებული ადამიანები, ვისაც თითქოს ყველაფერი კარგად აქვთ, მაგრამ ვერ შეძლეს, გაეზარდათ კარგი შვილები. შვილის პრობლემა ხომ მაინც მშობლის დაშვებული შეცდომის ბრალია, მე მირჩევნია არ დავუშვა შეცდომა, როგორც მშობელმა, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ვერ ვიკეკლუცებ და ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ბავშვზე მნიშვნელოვანი რაიმეა. ვცდილობ, რომ ბავშვის გაზრდისგან სიამოვნება მივიღო. პირველ შვილთან დაკავშირებით ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია.

მეუღლე

მაგდას მეუღლე დათო გოგოლაშვილია.

ჩემი მეუღლე იყო ჩემი პირველი სიყვარული. ჩვენ ერთმანეთი ინსტიტუტში, პირველ კურსზე გავიცანით. ვერ ვიტყვი, რომ იქამდე თაყვანისმცემლები არ მყავდა, მაგრამ რაღაც ვერავისთან აეწყო ურთიერთობა.

ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩემ მეუღლეს შევხვდებოდი არც შეყვარებული მყოლია და არც პაემანზე ვიყავი ნამყოფი.

სამაგიეროდ, მომავალ მეუღლესთან ერთად ვიარე ერთი წელი პაემნებზე. ის მალევე გაიცნო ჩემმა ოჯახმა, სამეგობრომ და ფარული შეხვედრები არ დაგვჭირვებია. ჩვენ ძალიან ოფიციალურად, ნიშნობითა და ჯვრისწერით დავქორწინდით. პრინციპში, ბედნიერი ვარ იმითაც, რომ არც სიყვარულში მქონია იმედგაცრუება.

დათო ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამაა, შვილს ყოველდღე ნახულობს. როცა კარგი ამინდია, ბავშვს ის ასეირნებს, ეს ფუნქცია სიამოვნებით აიღო საკუთარ თავზე – იმ პერიოდში, სანამ მამა-შვილი სეირნობს, ჩემთვის იმის გაკეთებას ვცდილობ, რასაც ისე ვერ ვახერხებ. დათო უმღერის კიდეც ბავშვს, როცა ალექსანდრე იძინებს ან ცუდ ხასიათზეა. მე მას, რა თქმა უნდა, ვერ შევედრები, მუსიკალური მონაცემებით არ გამოვირჩევი, მაგრამ, ალექსანდრემ მეც ამამღერა, არადა, ამის სურვილი ადრე არასდროს მქონია. იმედი მაქვს, ბავშვი ამ მხრივ მამას დაემსგავსება, ჯერ მისი მონაცემები არ შეგვიმოწმებია.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ;

3-ჯერ გათხოვება, ფსიქიატრთან სიარული, ქმრებისგან აღებული ვალი და ღალატის ატანა - სალომე გოგიაშვილის სკანდალები

ქმარზე 9-ჯერ დაქორწინებული და ტაილანდში გადახდილი ქორწილი - მარიამ კუკუნაშვილის უცნობი ამბები

ორგანოებით ვაჭრობა, „ქმრის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და ღირსებააყრილი პირველი ლედი!“ - სკანდალებში გახვეული სანდრა რულოვსი