„თუ რაიმეს ჩავიფიქრებ, უნდა შევასრულო. მეშინია კიდეც ამის, რადგან რაღაცნაირად იოლად გამომდის ყველაფერი: ყველაფერი, რაც ჩავიფიქრე, ავასრულე. ისეთი გრძნობა მაქვს რომ ღმერთი ჩემთანაა..." , - ამბობდა სოფიკო ჭიაურელი.
მისი იოლად ასრულებული სურვილების გამო, ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩენილა, თუმცა ამას მსახიობისთვის ხელი არ შეუშლია. მს ყოველთვის იყო, ის ვინც იყო და არ ეშინოდა არაფრის და არავისი.
მლბათ, უკვე მიხვდით, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ მაინც თავიდან დავიწყოთ...
სოფიკოს პირველი მეუღლე კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იყო, ისინი ტოლები იყვნენ. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მერე კი სიყვარულში გადაიზარდა. 19 წლისანი დაქორწინდნენ - ეს იყო 1955 წელი… ჰყავთ 2 შვილი - ნიკუშა და სანდრო.
მოგვიანებით სოფიკო იტყვის: „ცხოვრებაში, მით უმეტეს პირადში, არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდა”...
მეორე სიყვარული 1972 წლიდან დაიწყო, „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებიდან. კოტე მახარაძე სოფიკოს გულისმპყრობელი აღმოჩნდა. მაშინ ოჯახი ჰყავდა. 8 წელი გაგრძელდა ეს რომანი. 1980 წელს დაქორწინდნენ.
მსახიობი ასე იგონებდა: „ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის დასი მოსკოვში გავემგზავრეთ გასტროლებზე. კოტემ მოსკოვთან ახლოს, ერთ რომანტიკულ ადგილას დამპატიჟა. მასთან დაქორწინებას ვაყოვნებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ შეხვდებოდნენ ამას, ამიტომაც უარზე ვიყავი. კოტე კი გიჟდებოდა, ძალიან ნერვიულობდა. ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი - დიდი თოვლით და მინუს 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა ან “ჰოს” მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო. უდარდელად მივუგე, - კარგად იყავი-მეთქი. მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა, კარგადო, - დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. წუთიც არ დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და უკან მივყევი მეც. მეგობრებმა რომ მოგვიკითხეს, გაოცებულმა რესტორნის დარაჯმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ორი გადარეული ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან!.
წყვილმა ერთად 30 წელი იცხოვრა.
Შენგელაიამ ცოლს ღალატი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე არ აპატია. აი, რას ამბობს ის მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში:
„მაგ ქალს ნუ მახსენებთ, არ მსიამოვნებს. ის იმ წუთში დავივიწყე, როცა ეს გააკეთა. კახელზე ხომ გაგიგიათ, კახელმა ცოლი რომ დამარხა, თქვა: ესეც ესეო! როგორც კაცს, მან შეურაცხყოფა მომაყენა. მეც ასე ვთქვი, როცა სოფიკომ მიღალატა: წასულა სადაც უნდა და ვისთანაც უნდა-მეთქი, და ჩემს სახლში წამოვედი. მე ხომ მაგათთან ჩასიძებული ვიყავი. მთავრობის მოცემული, ჩემი პატარა ბინა მქონდა კეკელიძის ქუჩაზე და იმ სახლში გადავედი საცხოვრებლად. ჭიაურელები არისტოკრატები კი არა, პლებეები არიან. როდესაც შევარდნაძემ სოფიკო საკავშირო პარლამენტის წევრად შეარჩია, მერე ყველას ზემოდან გვიყურებდა, თავში რაღაც აუვარდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. მერე არც მახსოვდა სოფიკო, არც განვიცდიდი, მაგან ჩაიდინა ბოროტმოქმედება და მე რა მქონდა სანერვიულო, პირველ რიგში, სანდროს, ჩვენ ავადმყოფ შვილს გაუკეთა ცუდი. სამართლიანად მოვიქეცი, ნიკუშა ჩემთან წამოვიყვანე, ერთად ვცხოვრობდით. იმ ქალთან ვერ დავტოვებდი, მაგრამ სოფიკოსთან მისვლას არ ვუკრძალავდი. სახლში მოსამსახურე მყავდა, კინოსტუდიაში ვმუშაობდი, ნორმალური ანაზღაურება მქონდა და მშვენივრად ვზრდიდი ნიკუშას. სოფიკოს სახლი ნიკუშას დარჩა. სანდროსაც ჩემთან წამოვიყვანდი, მაგრამ პრობლემების გამო მისთვის დედასთან დარჩენა უმჯობესი იყო“.
– თქვენ რატომ არ დაოჯახდით?
– მეუბნებოდნენ, მეხვეწებოდნენ ჩემი მეგობრები, მოიყვანე ცოლიო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა ჩემი პასუხი სოფიკოს ნამოქმედარზე. მე სულ ვამბობდი, ჯერ არ ვაპირებ ცოლის მოყვანას, მაგათ დავმარხავ-მეთქი. მართლა ასე მოხდა. ძალიან მალე მოკვდნენ ორივენი. მერე ვიფიქრე ცოლის მოყვანა, მაგრამ ვერ მოვიყვანე. ასაკიანი ქალის მოყვანა არ მინდოდა, უფრო ახალგაზრდებში კულტურული ქალი ვერ ვიპოვე, სად არიან ისეთი ქალები, ჩემს თაობაში რომ იყვნენ სოფიკო და კიდევ ვიღაცები. გოგოები ქაჯებივით გახდნენ, დახეული შარვლებით დადიან, რაღაც უბედურებები აცვიათ. მე არ მინდა მოხუცი ქალის მოყვანა, მე მოსავლელი არაფერი მჭირს, საღად ვარ, თვითონ ვაკეთებ ყველაფერს, ძალიან კარგი მოსამსახურე მყავს. ისიც მეხმარება. სახსრები მტკივა, თორემ ენერგიაზე კი ვარ, ჩემს ბოსტანს მე ვამუშავებ. ეზოში კარგი ატამი მოდის. ყოველდღე უამრავი ხალხი შემოდის ჩემთან, ხუთი ლარი მასესხეო, კაცი რომ გთხოვს, ხომ ხვდებით, რა დღეშია. ასე დამართა მთავრობამ ამ ხალხს. ახლა შემოდგომაზე პოლიტიკაში უნდა ჩავერთო. მიტინგებს რომ განაახლებს ზაზა სარალიძე, საქმე იქით მიდის, მეც ვივლი. ამ გაუბედურებულ კაცს ყველა ატყუებს, სახეზე ეტყობათ, კაცო, რომ ატყუებენ. ამ უსამართლობას როგორ უნდა შეეგუო. არასამთავრობოებთან ერთად მეც უნდა გავაქტიურდე, ტრიბუნაზეც გამოვალ, როგორმე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. სექტემბრისთვის ახალ ფილმს გავაკეთებ, რომელიც აპოკალიფსს მიეძღვნება. იოანე ღვთისმეტყველი, ქრისტეს საყვარელი მოწაფე ამბობს, რომ დადგება დრო, როცა ყველა ცუდი ხალხი, ქლესები, მოისპობიან და დედამიწაზე მარტო კარგი ხალხი დარჩება. ეს მართლაც ასე იქნება. მოსახლეობის ერთი მესამედი საზიზღარია, ორი მესამედი – კარგი. სწორედ ის კარგი ნაწილი უნდა გადარჩეს. მკვლელები, ბოროტმოქმედი პროკურორები და ცუდი ხალხი უნდა მოვიცილოთ.
გიორგი შენგელაია 2020 წელს გარდაიცვალა. სოფიკო კი - 2008 წელს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები
ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც ქმრებმა უღალატეს - გაუხმაურებელი ამბები
ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ
სოფო ბედიას ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია და ოჯახური ამბები