ქეთო თოფურიძე ცნობილი ოჯახის შვილია და პოპულარობა და ხალხის სიყვარული, მისი ოჯახის წევრების მსგავსად, არც თავად აკლია, თუმცა, ქეთომ მათგან განსხვავებული პროფესია აირჩია და უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია.
როგორი დედაა ეკა კახიანი ამის შესახებ ქეთო ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს.
„ძალიან ადეკვატური და მეგობრული დედაა. სამი და ვართ და თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ეკა ჩვენი მეოთხე დაა. თუ შენიშვნაა მოსაცემი, პირველი ეკა მაკრიტიკებს, თუ შექებას ვიმსახურებ, პირველი ეკა მეუბნება კომპლიმენტს და სამივე შვილთან ანალოგიური მიდგომა აქვს. ვფიქრობ, რომ სამაგალითო დედაა და ძალიან სწორი აღზრდის მეთოდი აქვს. ამიტომაცაა, რომ სამივე და ინდივიდები ვართ და გამოკვეთილი და განსხვავებული პროფესიული მიმართულებები გვაქვს“, - ამბობს ქეთო თოფურიძე.
– ალბათ, ბევრისგან გსმენია შენ შესახებ – თავში ავარდნილი გოგოა, მაგას რა უჭირს, ასეთ ოჯახში დაიბადაო და რეალურად, როგორი გოგო ხარ?
– ვინმე თუ ჩემზე ფიქრობს, რა ენაღვლება, ასეთ ოჯახში დაიბადაო, მე შეიძლება, ეგეთი წარმოდგენა მქონდეს, სიტყვაზე, ვიღაც ამერიკელ სუპერვარსკვლავზე. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ის ამერიკელი სუპერვარსკვლავიც და აბსოლუტურად ყველა. ყველას ერთნაირად გვტკივა და ერთნაირად გვიხარია. ყველას ჩვენ-ჩვენი პრობლემა გვაქვს. შეიძლება, ბევრი რამ მაწუხებდეს, მაგრამ საერთოდ არ ვიმჩნევდე. ანალოგიურად ნინის, ეკასა და თუნდაც, ბიონსეს, რომელიც ყველას უპრობლემო ჰგონია. რადგან ცნობილი ხარ, რა გენაღვლება, ესე იგი, ყველაფერი კარგად გაქვს – ეს მცდარი მოსაზრებაა. რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ჩემთვის პრიორიტეტი ცხოვრებაში არის ის, რომ ვიყო კარგი ადამიანი. ჩემ შესახებ, თქვან, რომ ვარ სუფთა, კეთილი და გულწრფელი. მე თვითონ ყველაზე მეტად ასეთი ადამიანები მომწონს. არ მინდა, თავხედურად გამომივიდეს, ცოტა რთულია საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა, როგორც მეუბნებიან, კარგი ადამიანი ვარ, რაც ყველა კომპლიმენტს მირჩევნია. ჩემი ყველაზე დიდი მიზანი კი ისაა, რომ ვიყო შემდგარი და წარმატებული. ძალიან აქტიურად ვმუშაობ თვითგანვითარებაზე.
– ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ წერდნენ, რომ საქმრო გყავდა. ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არ ვიცი, საიდან მოიტანეს, რომ ეს ადამიანი ჩემი საქმრო იყო. არასდროს მყოლია საქმრო. მყავდა ერთადერთი შეყვარებული, რომელთანაც სამწლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა და ფოტოებს რომ ვდებდი, თავად გადაწყვიტეს, რომ საქმროა. თუმცა, 3 წელია, ერთად აღარ ვართ. ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას შემდეგ აღარ მქონია ასეთი ურთიერთობა, თუმცა, არც ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საჭიროა. ახლა მარტო ვარ. ეს პერიოდი განსაკუთრებულად ვზრუნავ თვითგანვითარებაზე და სიყვარულიც, ალბათ, თავისთავად მოვა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვინ იყო ანი ბებიას პირველი ქმარი და როგორ ცხოვრობს მსახიობი ახლა
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე
🔵როგორ დაიკლო ნუცა ბუზალაძემ 14 კილო - „დამიჯერეთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება“
🔵ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე
წყარო: old.tbiliselebi.ge