Digest Logo

„ბევრმა გამომიყენა, ბევრმა იმედი გამიცრუა, ბევრი ცუდად მომექცა, ბევრისგან მეტკინა გული, მაგრამ მაინც ყველას მადლობელი ვარ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი

1639943267
ალექსანდრე ზაზარაშვილი

15 წლის ქრტველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინა ფურორი და ამერიკულ „ნიჭიერში“ გაიმარჯვა. მომღერალმა ფინალში გასვლამდე  თავის ამერიკულ ცხოვრებაზე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

- ამერიკელი შეროლ პორტერი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ნომერი პირველი ვოკალის პედაგოგი. მე რამდენიმე თვის წინ რაღაც პროექტის გამო გავიცანი და ძალიან დავმეგობრდით… შეროლი დამეხმარა „ნიჭიერში“ გასასვლელი სიმღერის შერჩევასა და მომზადებაში.

- წელიწადზე მეტია, ამერიკაში ხარ. გვიამბე, როგორია შენი ამერიკული ცხოვრება.

– კონკრეტული პროექტისთვის ჩამოვედი, მაგრამ კორონას გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა და გადაიდო ჯერ ერთი თვით, მერე კიდევ… გადავწყვიტეთ, საემიგრაციო სამსახურში შეგვეტანა საბუთები. აქ რომ შეიტან საბუთებს, მერე აღარ შეგიძლია საქართველოში დაბრუნება. იწელება დრო და ჯერ კიდევ ველოდებით ცხოვრების უფლებას.

ამერიკაში ჩამოსვლას დაემთხვა ის პერიოდი, როდესაც ხმა შემეცვალა. მეშინოდა, რომ აღარ მექნებოდა ისეთი ხმა, როგორიც აქამდე მქონდა. ამის გამო დეპრესიაში ვიყავი. შეროლმა მითხრა, შენ ტყუილად ნერვიულობ, ხმა არ დაგიკარგავსო…

დღე არ გავა, სიზმარში საქართველო და მისი ქუჩები არ ვნახო. მესიზმრება, რომ ამერიკიდან სახლში ჩავდივარ… სადაც ახლა ვარ, სწორედ ამ ქვეყანაში ვხედავ ჩემს მომავალს. ამერიკაში ძალიან ფასდება შრომა, ნიჭი და აქ ვაპირებ დარჩენას.

– მითხარით, მამას და მე დიდი სირთულეების გადალახვა დაგვჭირდაო. რას გულისხმობთ?

– ბევრმა გამომიყენა, ბევრმა იმედი გამიცრუა, ბევრი ცუდად მომექცა. ისეთი რაღაცები მოხდა, ბევრისგან მეტკინა გული, მაგრამ მაინც ყველას მადლობელი ვარ, რადგან პატარა ასაკში მასწავლეს ჭკუა, რომ ადვილად არავის უნდა ენდო. ალბათ უფრო მომზადებული დავხვდები ადამიანთა ცუდ ქცევებს.

– ძალიან ადრე იყო ამ ასაკში ასეთი ჭკუის სწავლა.

– რას ვიზამ. ვიცი, ღმერთისგან დალოცვილი ვარ. როცა რამე ცუდი ხდება, ვიცი, იმიტომ მოხდა, რომ მერე უფრო კარგი რამ მელოდება. 5-6 წლიდან მონასტერში დავდიოდი, იქ ვრჩებოდი და სულ მჯერა, რომ ღმერთი მუდამ ჩემ გვერდით არის

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა

🔵„უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაჟღერდეს - დააკვირდით რა ინფორმაციას მიიღებთ ამ 2 დღეში“ - ასტროლოგი ხათუნა ნოელი

🔵19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

🔵„არ მჯერააა!!! ჯერ კიდევ შოკში ვარ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ნიჭიერის გამარჯვებულია

🔵სოფო ნიჟარაძე ანათებს - ნახეთ რა ფოტოები გამოაქვეყნა მან ახლახან

წყარო: sarkenews.ge