Digest Logo

„ჩაწყობით“ უნივერსიტეტში ჩარიცხული და ფეხმძიმე არასრულწლოვანი - თეა ადეიშვილის უცნობი ამბები

1618206120
თეა ადეიშვილი

ჟურნალისტიკა, მოგზაურობა, საინტერესო სიუჟეტები... ვინ გაგახსენდათ? ალბათ, თეა ადეიშვილი, რადგან ეს ის პროფესიონალი ჟურნალისტია, რომელმაც მსოფლიო მოიარა და საინტერესო სიუჟეტები შექმნა.

დღეს სწორედ მის უცნობ ამბებზე გიამბობთ, რის შესახებაც ჟურნალისტებთან თავად საუბრობდა.

ბიოგრაფია

თეა ბუ­ნე­ბით მოგ­ზა­უ­რია, გა­უ­მარ­თლა, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა რომ აირ­ჩია. მე­უღ­ლეც ასე­თი შეხ­ვდა, ფონდ "ინ­ტერ­ნი­უ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ცოტა ჟურ­ნა­ლის­ტი, ცოტა არ­ქი­ტექ­ტო­რი, ცოტა მო­ჭად­რა­კე გენა უჩუმ­ბე­გაშ­ვი­ლი.

თეას პრო­ფე­სია თა­ვი­დან მშობ­ლებ­მა აურ­ჩი­ეს - სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბას ურ­ჩევ­დნენ. აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ექი­მო­ბა არ შე­უძ­ლია, მიხ­ვდა - გა­ცი­ლე­ბით მეტი სივ­რცე სჭირ­დე­ბო­და, ცოტა გა­ფან­ტუ­ლია და პო­ე­ტუ­რი. წერ­და ლექ­სებ­საც, ჩა­ნა­ხა­ტებ­საც, სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ­და და უყუ­რებ­და სამ­ყა­როს. მოს­წონ­და ცვლი­ლე­ბე­ბი...

როცა პრო­ფე­სი­ა­ზე ფიქ­რი და­ი­წყო, ადა­მი­ა­ნებს აკ­ვირ­დე­ბო­და - თა­ნაკ­ლა­სე­ლის დედა ჟურ­ნა­ლის­ტი იყო - ულა­მა­ზე­სი ქალი, მო­უნ­და მის­ნა­ი­რი ყო­ფი­ლი­ყო.

მე-10 კლას­ში იყო, როცა თეას დე­დის მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და, სტამ­ბა­ში წა­იყ­ვა­ნა, მა­შინ პირ­ვე­ლად ნახა, რო­გორ იქ­მნე­ბო­და გა­ზე­თი. როცა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დრო დად­გა, მა­მამ უთხრა, თუ მზად ხარ, აირ­ჩიე ის, რაც მარ­თლა გა­ინ­ტე­რე­სებ­სო.

მა­შინ ითხოვ­დნენ - ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სა­ბუ­თე­ბის შე­ტა­ნამ­დე, რო­მე­ლი­მე გა­მო­ცე­მა­ში უნდა გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა სამი ან მეტი სტა­ტია. ორი წე­რი­ლი და­უ­ბეჭ­დეს, მე­სა­მე გა­უ­ჭირ­და. დე­დის მე­გო­ბარ­მა წყალ­ტუ­ბოს გა­ზე­თის რე­დაქ­ტორ­თან მიაგ­ზავ­ნა, ახალ­გაზ­რდა კაც­მა მო­უს­მი­ნა და თა­ვის წე­რილს თეა ადე­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მი­ა­წე­რა.

ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ის პრო­ფე­სი­აა, სა­დაც შენ მიერ გა­დად­გმუ­ლი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი წინ დაგ­ხვდე­ბა. 20 წლის შემ­დეგ მას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქუ­თა­ი­სის მშე­ნე­ბა­რე აე­რო­პორ­ტში შეხ­ვდა. ერ­თა­დერ­თხელ ნა­ნა­ხი და ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლი რე­დაქ­ტო­რი მა­შინ­ვე იცნო, სა­ხე­ლიც კი გა­იხ­სე­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტი თეა ადე­იშ­ვი­ლი იყო, რე­დაქ­ტო­რი კი უკვე მშე­ნებ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზაზა გა­ბა­და­ძე.

თეა მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ორ­სუ­ლად იყო, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბა არ უყ­ვარს, თუმ­ცა ძა­ლი­ან უნ­დო­და ეს გა­მომ­ცდე­ლებს შე­ემ­ჩნი­ათ.

მე­ო­რე კურ­სზე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, 1992 წელს ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით პრო­მო­აქ­ცია ჰქონ­და.

წამ­ყვა­ნად თეა აირ­ჩი­ეს, პირ­ველ არხზე, "მო­ამ­ბის" და­წყე­ბამ­დე 5 წუ­თით ადრე, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიჰ­ყავ­და გა­და­ცე­მა და დარ­წმუნ­და, რომ ტე­ლე­კა­მე­რის წინ მუ­შა­ო­ბა უფრო მოს­წონ­და, ვიდ­რე პრე­სა­ში.

მუ­შა­ობ­და გა­ზეთ­შიც, ჟურ­ნალ­შიც, მაგ­რამ მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ზე­რუ­ლი იყო, პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი - 20 ლარი აიღო.

1995 წელს შეს­თა­ვა­ზეს გამ­ხდა­რი­ყო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი, ეს იყო შან­სი და თეამ ის გა­მო­ი­ყე­ნა, უნ­დო­და, იმა­ზე უკე­თე­სი ჟურ­ნა­ლის­ტი გამ­ხდა­რი­ყო, ვიდ­რე იმ პე­რი­ოდ­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტი იძ­ლე­ო­და, ასე რომ, ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტიც გახ­ლავთ.

აკა­დე­მი­ა­ში ბევ­რი რამ ის­წავ­ლა, იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნა. რამ­დე­ნი­მე წელი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც მუ­შა­ობ­და.

სტუ­დია "აუ­დი­ენ­ცი­ა­ში", კოკა ყან­დი­აშ­ვილ­თან, კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და, უამ­რა­ვი კონ­კურ­სან­ტი­დან მაკა ფან­ქვე­ლაშ­ვი­ლი და თეა ადე­იშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს.

შემ­დეგ იყო დი­ლის გა­და­ცე­მა "ალი­ო­ნი", მერე მოხ­ვდა სა­ხელ­მწი­ფო არხზე და რო­გორც თა­ვად უწო­დებს "ოთარ შა­ორ­შა­ძის დე­მოკ­რა­ტი­ულ სკო­ლა­ში".

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" ხუთი წელი იმუ­შა­ვა, ის­წავ­ლა, რო­გორ უნდა იცხოვ­რო მუდ­მი­ვი კონ­კუ­რენ­ცი­ის, გა­დარ­ბე­ნი­სა და სის­წრა­ფის სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ში და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ღირ­სე­ბა იქ, სა­დაც "ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მგე­ლია".

პრი­ზიც კი მის­ცეს პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­მე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­შუ­ქე­ბის­თვის.

"დრო­ე­ბა" იყო მთე­ლი ფი­ლო­სო­ფია, საკ­ვი­რაო ტე­ლეჟურ­ნა­ლი თე­ას­თვის გახ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აკე­თო ის, რაზე ოც­ნე­ბაც ღირს, როცა ამ­ბობ სი­მარ­თლეს, ეძებ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს, პო­უ­ლობ სა­ო­ცარ ხალ­ხს, აკე­თებ აღ­მო­ჩე­ნებს და რაღა თქმა უნდა მოგ­ზა­უ­რობ ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში...

მოგ­ზა­უ­რო­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში თეამ იმა­ზე ადრე და­ი­წყო, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზია ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და.

ოჯა­ხი შექ­მნა და მე­უღ­ლეც "მოგ­ზა­უ­რი" შეხ­ვდა, ერ­თად მო­ი­ა­რეს უც­ნო­ბი და ნაც­ნო­ბი ევ­რო­პა, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ამ გახ­სნა ყვე­ლა სა­ზღვა­რი - აზია, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი, აფ­რი­კა, მსოფ­ლი­ოს ეგ­ზო­ტი­კუ­რი ად­გი­ლე­ბი... მსოფ­ლი­ოს სამ კონ­ტი­ნენტზე, ოც­და­ხუთ ქვე­ყა­ნა­ში და ას ქა­ლაქ­შია ნამ­ყო­ფი.

2009 წელს, ქორ­წი­ნე­ბის 10 წლის­თავ­ზე, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იმ ქა­ლაქ­ში ჩა­ვი­და, რომ­ლის ნახ­ვა­ზეც ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და.

აზია გა­მო­ირ­ჩე­ვა თვითმყო­ფა­დი კულ­ტუ­რი­თა და სა­ო­ცა­რი ფე­რე­ბით. აფ­რი­კა­ში, გა­ნა­ში, ორი დღე დაჰყო და ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი ნახა, კარ­გა ხანს ვერ გა­მო­ვი­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბი­დან.

მოს­წონს პიერ კარ­დენ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი სი­უ­ჟე­ტი, მა­შინ დიდ მო­დე­ლი­ერს პე­რან­გის შეს­წო­რე­ბაც კი გა­უ­ბე­და.

უკ­ვირს, რითი და­იმ­სა­ხუ­რა "გერ­ლე­ნის" მთა­ვა­რი პარ­ფი­უ­მე­რის, ოლი­ვიე ეშად­მე­ზო­ნის სიმ­პა­თია. უთხრა, რომ მა­კი­აჟს მხო­ლოდ ნა­ტა­ლია ვა­დი­ა­ნო­ვას უკე­თებ­და, ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს კი თე­ა­საც შეს­თა­ვა­ზა.

შეხვედრა ფამუქთან

„პოსტსკრიპტუმი” სტამბულში წაგვიყვანა გამომცელობა „დიოგენემ”. მანამდე, ერთი კვირით ადრე, ფამუქმა თურქი ჟურნალისტებისთვის მოაწყო მუზეუმის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, ჩვენ ვიყავით უკვე საერთაშორისო პრესისთვის მოწყობილ ოფიციალურ გახსნაზე. ფამუქმა ძალიან კარგი ევროპული ჟესტი გააკეთა: ჯერ თურქ ჟურნალისტებს, მკითხველს გააცნო „უმანკოების მუზეუმი”, უპირველესად მათთვის გახსნა და შემდეგ დაპატიჟა მსოფლიო პრესა, რომელთა შორის ჩვენც მოვხვდით. ძალიან ვისიამოვნეთ, ფამუქს საათ-ნახევრის განმავლობაში ჯერ მონოლოგი ჰქონდა, შემდეგ ჩვენს კითხვებს დაუზარებლად პასუხობდა.

ფამუქმა, ფაქტობრივად, თურქულ მწერლობაში რევოლუცია მოახდინა, გადაიმტერა მთელი თურქული საზოგადოება, განსაკუთრებით ფუნდამენტალისტები.

ის პოლიტიზებული მწერალია და მან თურქ მწერლებში პირველმა და ალბათ, უკანასკნელმა თქვა, რომ თურქეთმა უნდა აღიაროს სომხეთის გენოციდი. ამის გამო მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს – უწყობენ ტერაქტებს გადაადგილებისას, საკუთარ სადარბაზოსთან, ამიტომაც ის თურქეთიდან გაიქცა.

პრესკონფერენციაზე ავტოგრაფზე უარი თქვა, რადგან ბევრი ხალხი იყო. საღამოს მიღებაზე ვიწრო წრე დაპატიჟა, მათ შორის მთარგმნელები და მეც მათ გავყევი. იქაც წავიღე ჩემი წიგნი, ვიფიქრე: იქნებ იქ მაინც შევძლო ავტოგრაფის ჩამორთმევა. როდესაც ვემშვიდობებოდი, ეს წიგნები ხელში მეჭირა, მკითხა, რა წიგნები იყო. მეც ვუთხარი, რომ ეს იყო მისი წიგნები ქართულ ენაზე. ძალიან გაუხარდა, გამომართვა, გადახედა და თქვა: მე არ მაქვს ჩემი წიგნების ქართული გამოცემებიო. მეც ვუპასუხე: სამაგიეროდ, მე მექნება თქვენი ხელმოწერით-მეთქი. მაგრამ მითხრა: ეს წიგნი უკვე შენი აღარ არისო და გატრიალდა. მოკლედ, წამართვა, ყველანაირად ვეცადე, დამებრუნებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან

თვეობით ვურეკავდი, ხან მითიშავდა, ხან ყურმილს არ იღებდა. ცნობილია, რომ ბატონ გურამს საშინლად არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ერთხელ, ჩემდა ბედად, ბატონი გურამი სკოლაში იყო მისული ბავშვებთან შესახვედრად. ჩვენც მაშინვე იქ გავჩნდით და გადავიღეთ. ბავშვების ხათრით ვერაფერი თქვა. შემდეგ გვკითხა, რომელი არხიდან ვიყავით.

მისმა მეუღლემ იცოდა გურამის დამოკიდებულება პრესის მიმართ და უპასუხა, ამ სკოლის ტელევიზიაა, შეხვედრას იღებენო. შემდეგ ისე მოხდა, რომ შეგვპირდა, ბავშვებს პატრიარქის ნაჩუქარ ხატებსა და წიგნებს ვაჩვენებო.

ჩემი შვილისა და მისი მეგობრების საბაბით, ამ არაჩვეულებრივ მწერალთან შინ მივედი და შევძელი მისი კეთილგანწყობის მოპოვება.

გვაჩვენა თავისი კუთხე, ხატები, ბევრი ვისაუბრეთ შემოქმედებაზე, გმირებზე, გარდაცვლილ შვილზეც გვიამბო, ქალიშვილი და შვილიშვილი გაგვაცნო.

ოღონდ, ცხადია, მან არ იცოდა, რომ ჩვენ „რუსთავი 2-იდან“ ვიყავით. მოკლედ, საინტერესო სიუჟეტი გამოვიდა.

ტელევიზიით რომ ნახა, გაჰკვირვებია: „რუსთავი 2“ როდის იყო ჩვენთანო? მოკლედ, გადავრჩით.

მოეწონა და მადლობაც გადამიხადა, ეს რა კარგი ტყუილი მოუფიქრებიაო.

ავარია

„ჩემს ქმარს ამერიკის საელჩოსთან ახლოს, გზაჯვარედინზე დაარტყა მანქანამ. ავარია არც ისე მძიმე იყო-ჩვენი მანქანის მხოლოდ უკანა კუთხის პლასტმასი დაზიანდა, მაგრამ ვინც დაარტყა იმათი წინა ნაწილი გვარიანად მიიჭყლიტა. მანქანიდან გადმოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, ხმაც არ ამოუღიათ, როგორც ჩანს კარგად მიხვდნენ რომ მათი ბრალი იყო და ადგილზე მისულ პარტრულს არც კი დაელაპარაკნენ, საბუთებიც კი არ აჩვენეს სანამ საჭესთან მჯდომის მამა არ მოვიდა.

მამის გამოჩენამდე პატრული მშვიდად აფასებდა ავარიას, ფოტოები არ გადაუღიათ, მაგრამ თქვეს რომ სიტუაციაში უკეთ გასრკვევად აუცილებლად ვიდეო ჩანაწერებს ნახავდნენ.

მოვიდა მამა, ჩემს ქმარს არც მოუსმინა, უბრალოდ სულ სადღაც რეკავდა… მოვიდა საპატრულოს მეორე ეკიპაჟი, რომელსაც მამა პირზეკოცნით შეხვდა. მალე აღმოჩნდა რომ ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიოტორიაზე, საკმაოდ დატვირთულ და ოთხმრივ გზაჯვარედინზე საქართველოს საგზაო და საპატრულო პოლიციას გამორთული აქვს სათვალთვალო კამერები, რომელიც იქ რამდენიმე ბოძზეა დამონტაჟებული!

გვითხრეს, რომ ჩანაწერებს ვერ გადაამოწმებენ, რადგან არ არსებობს. შემდეგ დაასკვნეს რომ სიტუაციაში დამნაშავეა მძღოლი, რომელიც ჩართული ციმციმათი ერთი ხაზიდან გადავიდა მეორეში და დაიწყო შეხვევა ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით (საგზაო ნიშნების თანახმად იქ შეხვევა ორივე ხაზიდან ნებადართულია ), რა დროსაც უკანა კუთხეში მძღოლის მხარეს დაარტყა მანქანამ მძღოლის წინა კუთხით.

პატრულის განმარტებით: „წინ მიმავალმა მძღოლმა მოახდინა არასწორი მანევრირება, რადგან მოხვევა სწორად დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა მშვიდობიანად“… ეს გაურკვეველი ლოგიკის ახსნა-განმარტება პირადად მე რამდენჯერმე გამიმეორა პატრულმა.

კითხვაზე - რა უნდა გვექნა ჩვენ უნდა დაგვერტყა ჩვენს წინ მიმავალი მაქანისთვის და მაშინ მართლები ვიქნებოდითთქო? პასუხი არ ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდით ჩანაწერებს და არ ვეთანხმებოდით დასკვნას, პატრულმა ჩვენ გვცნო დამნაშავედ და იმ შემთხვევაში თუ არ ავუნაზღაურებთ ზარალს მათ ვინც დაგვარტყა მანქანებს გადაიყვანდნენ საჯარიმოზე, დაიწყებოდა გამოძიება და როდის დასრულდებოდა არ იცოდნენ.

მე და ”მამას” ცოტა უსიამოვნო საუბარიც მოგვიხდა, ხელების შლით მირჩია წერა-კითხვა მესწავლა და მსოფლიო ჩემპიონს ასე ნუ ველაპარაკებოდი, სიტუაციაში ცოტა სიცხადე გაჩნდა: -ა, მეთქი თურმე რაშია საქმეთქო, ამდროს საპატრულო ეკიპაჟის ერთერთმა წევრმა გაცხარებულ მამას უკნიდან მოქაჩა (ანიშნა გაჩერებულიყო) და სწრაფად გავიდა ჩვენგან, იქვე ყველას გასაგონად ვუთხარი -დავინახე რომ მეგობრულად გააჩერათ და პატრულმა რომ არ გირჩიოთ ალბათ რასმიზამდითქო – ხმა აღარ ამოუღიათ! ჩემმა ქმარმა შესთავაზა-გავაკეთებ მანქანას, თან გავასაჩივრებ და თუ გავმართლდი თანხა დამიბრუნეო, მამამ და პატრულმა უარი თქვეს, ასე არ შეიძლებაო…

მდგომარეობა გასაგები იყო-ჩვენთვის უიმედო, მოგეხსენებათ საჯარიმოსაც თავისი ტარიფები აქვს, ჩვენი უმანქანოდ დატოვება ამ გაგანია რემონტის დროს ცალკე დიდი ხარჯი იყო, ჩემს ქმარს ჩემი გაჩერებაც და სიტუაციიდან „მოტეხვაც“ უნდოდა, მოკლედ გენამ თქვა აზრი არა აქვს, გავაკეთებ და აქვე დავასრულოთო…

ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო მაინც ძალიან სტრატეგიულ ტერიტორიაზე, ამერიკის საელჩოსთან გამორთული კამერებია!

აი ასე დაგვიჯდა 1 250 ლარი „კაი ბიჭის“ (ზუსტად არ ვიცი რაღაცის ჩემპიონი და მწვრთნელი ყოფილა) შვილისგან მიღებული დარყმა“,- წერდა ადეიშვილი.

შვილი

თეას ქალიშვილი ნიტა არდიშვილია. დედა-შვილს შორის სხვაობა 17 წელია. მიუხედავად იმისა, რომ თეა ბუნებით კონსერვატორია და ნიტას ამა თუ იმ საკითხზე მისგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მათ მაინც ბევრი საერთო ინტერესი გააჩნიათ.

- ნიტა, დედის მსგავსად ჟურნალისტობაზე არ გიფიქრია?

- არა. თეას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. შინ თითქმის არ არის. მხოლოდ ორშაბათსა და სამშაბათს ისვენებს. ეს რთული პროფესიაა. ვაფასებ და ძალიან მომწონს, რომ აქტიური ჟურნალისტია, მაგრამ თავად ამ პროფესიის არჩევაზე არასოდეს მიფიქრია. თან, კარგად უნდა წერდე, მე კი ეს არ შემიძლია.
თეა:
- მე კი ვფიქრობ, რომ ნიტა კარგად წერს. საერთოდ, მას აქვს ეს თვისება, საკუთარი თავის ფასი არ იცის, აქვს არაობიექტური პრეტენზია თავის გარეგნობასთან დაკავშირებითაც. ისეთ რაღაცებს იტყვის ხოლმე, გაოცებული ვრჩები, ეს ალბათ ცუდია, თუმცა მომწონს, რომ ის არ არის ამპარტავანი.

- საერთო ინტერესები ჩამოთვალეთ...
- ალბათ, ძალიან ბევრი. მოდაც კი, მომწონს თეას რჩევები... არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს თბილისში არაფერი მიყიდია და აქ საშოპინგოდ არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა თეა მივლინებაში მიდის, ყოველთვის ჩამოაქვს ჩემთვის საჩუქრები და ჩვენი გემოვნება ერთმანეთისას ყოველთვის ემთხვევა.
თეა:
- ნიტასთვის ცოტა დიდ სამოსს ვყიდულობ, რომ შემდეგ ის მეც ჩავიცვა. თავადაც ასეა, ის ცოტა ხანს ოქსფორდში სწავლობდა და რაც იყიდა, ყველაფერი დიდი იყო, რომ მეც გამომეყენებინა. ეს ყველაზე პრიმიტიულია, რაც ვთქვით, თორემ ბევრი საერთო გვაქვს. მოგვწონს ერთნაირი მუსიკა, ლიტერატურა, ადამიანები, ერთნაირი გემოვნება გვაქვს ბიჭების შეფასების დროსაც.
ნიტა:
- არა, არ მოგვწონს ერთნაირი ბიჭები. თეას გამოწკეპილი ბიჭები მოსწონს, მე კი ისეთები, შედარებით თავისუფლად რომ აცვიათ. ზოგჯერ მეც მომწონს გამოწკეპილები, მაგრამ ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, ადამიანი ყოველდღიურად ბანკის თანამშრომლის „ვიდზე“ იყოს.
- ნიტა, შენი და დედას თაობიდან, რა არის ის განსხვავება, რომელიც ყველაზე მეტად გხვდება თვალში?
- არ ვიცი, ახლა მიჭირს პასუხის გაცემა... ალბათ, დედა სხვაგვარად ფიქრობს ბევრ თემაზე, 17 წელი მაინც არ არის ცოტა დრო.
თეა:
- ნიტა ამბობს, შენ დროს ყალბი რომანტიკა იყოო. მე პირიქით მგონია, თუმცა ყალბი ხარ თუ ნამდვილი, ეს ინდივიდუალურია და დრო არაფერ შუაშია. ტექნიკური პროგრესი მაინც თავისას შვრება და გცვლის ადამიანს. ჩემს ბავშვობაში იყო ხაზის ტელეფონი. არ არსებობდა სოციალური ქსელები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ადამიანის ნახვის გარეშე შეუძლებელი იყო. ნიტას თაობა არ უწოდებს იმას სიყვარულს, რასაც ჩვენ. როცა ადამიანს ვერ ხედავ ერთი კვირა, ან ერთი თვე, ვერ ხვდებიან, ასე როგორ უნდა გაძლო.

შვილის გათხოვება

ნიტას რჩეული დავით მაცაბერიძეა. წყვილი რამდენიმე წელი ხვდებოდა ერთმანეთს და ბოლოს სასიყვარულო ურთიერთობა ქორწილით დააგვირგვინეს.

„უდიდესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს დიზაინერს დათუნა სულიკაშვილს. ეს იყო მსოფლიო კლასის ნამუშევარი... პოდიუმზე თუ ოფიციალურ მიღებებზე, მისი სილუეტების ნახვისას ბევრჯერ მიფიქრია და მიოცნებია, ჩემს შვილს თავისი ბედნიერების დღეს დათუნას კაბა ჩაეცვა და ეს ოცნება ავიხდინე...

წინ კიდევ ბევრი მიზნების, ოცნებების და სიყვარულის მწვერვალების დაპყრობაა - ბედნიერება ჩემს ერთადერთ გოგოს და მის კარგ რჩეულს“,- წერდა ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.


აგრეთვე წაიკითხეთ:

სკოლის მერხიდან დაწყებული სიყვარულის ისტორია - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური ამბები

შორენა თეთრუაშვილი მთხოვდა, ეს დამევიწყებინა! დღემდე არავის დავუკითხივარ და არცერთი მედიისთვის არ მომიყოლია! – მოროშკინა

სამართალდამცველს ცოლი მოუკლეს და მკვლელობის ადგილას თავად გამოიძახეს - სისხლიანი შურისძიება