Digest Logo

გახარია ლურჯი ჰუდითა და ჯინსებით - უცნობი ოჯახური ალბომი

1616567801
გახარია

სოციალური ქსელისა თუ ქუჩის გამოკითხვების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტად პოლიტიკოსებიდან ექს პრემიერი, გიორგი გახარია მოსწონთ.

ქარიზმა, ორატორობა, პრინციპულობა, „ბოდიშის მოხდა“, „თვალის ჩაკვრა“ და „ჩაძიება“ - ეს ყოფილი პრემიერის დამახასიათებელი ნიშნებია.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში მისმა გადაღებულმა ფოტომ ყველა რეკორდი მოხსა.

მცირე დროში ყველაზე ბევრი „მოწონება“ დაიმსახურა, რამაც სხვებს ვარაუდი გაუჩინა, რომ პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდებოდა.

ჰოდა, ეს იმედი თავის გულშემატკივრებს არ გაუცრუა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, 22 მარტს, ის პირველად გამოჩნდა მედიასთან და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

მედიაში ვრცელდება ყოფილი პრემიერის ოჯახური ფოტოები, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მართალია, გახარიამ პირველი ფოტოს რეკორდი ვერ მოხსნა, მაგრამ ოჯახურ ფოტოებსაც საკმაოდ ბევრი „მოწონება“ აქვს.


„მაღალია, არ აქვს ღიპი, საუბრისას არ ილანძღება“ - რატომ მოსწონთ გახარია?

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2021 წლის 18 თებერვალს თანამდებობა დატოვა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის 22 მარტს, პირველად გამოჩნდა მედიასთან და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა შეფმზარეული, მერიკო გუბელაძე და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„მივხვდი, რატომ მოსწონთ გახარია:

მაღალია, არ აქვს ღიპი, იხდენს პიჯაკს, თავზე აქვს თმა და საუბრისას არ ილანძღება.

არაქართული ტიპის პოლიტიკოსის ვიზუალი აქვს, ერთი სიტყვით“,- წერს გუბელაძე.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ლისაბონში დაქირავებული 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, 2 ქორწინება, შვილზე თავდასხმა - გია ბარამიძის სკანდალები

მშობლების დაშორებით გამოწვეული სტრესი, „საზიარო“ სიყვარული და „გაცდენილი“ სკოლის წლები - გეგა კობახიძის უცნობი ამბები

დოპინგები, მოსაწევი, კონტაქტი გეისთან და ე.წ. კანონიერ ქურთდან - თეონა კონტრიძის სკანდალები